რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადრის მახანჩკალის "ანჟის" ქართველმა სპეციალისტმა
ომარ თეთრაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით რუსული
გამოცემა სოვეტსკი სპორტი იუწყება. შეგახსენებთ, რომ ომარ თეთრაძე გუნდს
2007 წლიდან თავკაცობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი რუსეთის პრემიერ
ლიგაში გადაიყვანა და ერთი თამაშის მოსწრებაც მოასწრო ნალჩიკის "სპარტაკთან
"(0:0). მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ანჟიში ექვსი ქართველი ირიცხება: ნუკრი
რევიშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ არზიანი, დავით ხოჯავა, რევაზ ბარაბაძე
და გიორგი ილურიძე. ჯერ–ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევათ მათ, მას
შემდეგ რაც ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნება.