ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მარტი » 18
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი და
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დღეს 42 წლის გახდა.
თემურ ქეცბაია წლების განმავლობაში სოხუმისა და თბილისის დინამოს,
ანორთოსისის, აეკის, ნიუკასლისა და დანდის ღირსებას იცავდა. მწვრთნელობის
პერიოდში კი კვიპროსის ანორთოსისსა და საბერძნეთის ოლიმპიაკოსს ედგა
სათავეში, ამჟამად კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ჩვენი საიტი თემურ ქეცბაიას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
შესახებ: |
La Gazzetta dello Sport-მა დღეს, 18 მარტს, სანდო
წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მილანის" დაცვის ხაზში
სერიოზული საკადრო გადაადგილებები იგეგმება. წამყვანმა იტალიურმა
გამოცემამ ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან წასვლის პირველ კანდიდატებად კახა
კალაძე, ოგუჩი ონიევუ და ჯუზეპე ფავალი მიიჩნევიან, მათ შემცვლელებად კი
ლეონარდო მარიო იეპესის და დავიდ ასტორის კანდიდატურებს განიხილავს.
ბექა ჯღარკავა
შესახებ: |
რამდენჯერმე გავრცელებული ჭორის შემდეგ, გუშინ,
17 მარტს, მახაჩყალის "ანჟის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა ომარ
თეთრაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ
კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. ამავე წყაროს ცნობით, თეთრაძის ეს
ნაბიჯი მისი საკუთარი სურვილითვე იყო ნაკარნახევი. "ანჟის" მთავარი
მწვრთნელის თანამდებობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სპეციალისტის, გაჯი
გაჯიევის კანდიდატურა განიხილება.
თ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|