რამდენიმე წუთის წინ
მათე ღვინიანიძის "მიუნხენ 1860–მა
"დუისბურგს" სტუმრად 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში მე–7 ადგილზე
აინაცვლა. მათემ შეუცვლელად იასპარეზა და მიუნხენელთა დაცვის ხაზი
საიმედოდ გაამაგრა. ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით მან 12–დან 12
ორთაბრძოლა მოიგო, რაც მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია, ბურთს სულ 82–ჯერ
შეეხო, 67 პასი გააკეთა, რომელთაგან ზუსტი 51 (67%) გამოდგა. ამას გარდა,
ღვინიანიძე
ერთხელაც არ დაჯარიმებულა, მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ
ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან წლევანდელი
სეზონის ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.
შესახებ: