ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მარტი » 15
დავით კირკიტაძე: "ბოდიშს ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას, დამაარსებლებს, მაგრამ ბრაზილიელებისთვის "ოლიმპი” დიდ ღირებულებას და დიდ კლუბს არ წარმოადგენს”.
ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანს რუსთავის "ოლიმპთან”. გამოგონილი პენალტები, მიკერძოებული მსაჯობა, "სატელიტი" გუნდების ყოლა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კირკიტაძეს ხშირად ადანაშაულებს გულშემატკივარი.
შესახებ: |
სომხური armfootball.com-ის ინფორმაციით, საქართველოში შეკრებაზე მყოფმა დილიჟანის ''იმპულსმა'' 3-0 გაანადგურა ფოთის ''კოლხეთი''.
Goli.ge სრული პასუხისმგებლობით აცხადებს,რომ ამ კლუბებს შორის შეხვედრა საერთოდ არ გამართულა. ''კოლხეთის'' არც მთავარ გუნდს და არც დუბლშემადგენლობას, ''იმპულისის'' წინააღმდეგ არ უთამაშია.
შესახებ: |
დღეს სერბეთის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი მერებაშვილის ვოივოდინამ შუკარიჩკთან, და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით ,4:0 დაამარცხა. სერბეთში გადასვლის შემდეგ დღევანდელ შეხვედრაში გიორგიმ პირველად გამოიჩინა თავი. მატჩის 85–ე წუთზე დანიშნული თერთმემეტრიანი ქართველმა ფეხბურთელმა ზუსტად გამოიყენა და ოთხამდე გაზარდა ანგარიში. ამ გამარჯვებით, ვოივოდინას 30 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. "მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშზეც აისახა, გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშით დასრულებულიყო შეხვედრა. მიხარია, რომ გოლი გავიტანე და იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება", განაცხადა გიორგი მერებაშვილმა Fanebi.com-თან საუბრის დროს.
მივულოცოთ გიორგის ეს წარმატება და იმედი დავიტო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
''ბარსელონას'' ჟუვენიელ B-ში მოასპარეზე გიორგი ჭანტურიამ გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.გიორგიმ კატალონიის პირველობის ჟუვენიელ B ლიგაში კიდევ ერთი დუბლი მიითვალა.''ბარსამ'' ''რეუსთან'' 2-1 იმარჯვა. მთელი შეხვედრა კი, როგორც აღმოჩნდა ქართველი ტალანტის ბენეფისად იქცა. როგორც ჩანს ჭანტურია ნელ-ნელა საოცარ ფორმაში შედის. მოგეხსენებათ, რომ მან ჟუვენიელ B-ს წინა ტურშიც დუბლი მიითვალა. შეგახსენებეთ, რომ გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე ტურში 12 მატჩში 11–ჯერ შესძლო მეტოქე კარის აღება.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
|
დღეს უკრაინულ ლიგაში ქართული დერბი შედგა.''ილიჩევიცი'',რომლის რიგებშიც ''გაგრას'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გაბედავა ასპარეზობს,სიმფეროპოლის ''ტავრიას'' ესტუმრა.მოგეხსენებათ ''ტავრიას'' ღირსებას ვასილ გიგიაძე იცავს. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3-3 დასრულდა.სასიხარულოა,რომ შეხვედრის უკანასკნელი გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა,რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა და უკვე 7 წუთში ''ილიჩევიცის'' მხსნელად მოგვევლინა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ''ტავრიას'' ფორვარდი ვასილ გიგიაძე,თუმცა ის 64-ე წუთზე შეცვალეს.
ცოტნე ცხვედიანი www.fanebi.com
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|