გიორგი დემეტრაძე, ან უბრალოდ ''დემე'', როგორც მას
ქართველი გულშემატკივარი იცნობს.მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 56
გამართული მატჩი , 12 გოლი და უამრავი სიხარულია, რაც სულ 169
სანტიმეტრის ტანმორჩილმა ფორვარდმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქა.
გემახსოვრებათ 2007 წლის მარტში გლაზგოში გამართული მატჩი, მაშინ
''დემემ'' ბოლოჯერ მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური. ყველას
გვახსოვს მისი ფლანგური გარღვევები, რეტდასხმული შოტლანდიელი მცველები და
უზადო გადაცემა,რომელიც შოთა არველაძის ულამაზესი გოლით დასრულდა.
გიორგი დემეტრაძემ კარიერა თელავის '' კახეთში'' დაიწყო. მერე იყო
''დინამო'', სადაც დემეტრაძემ 67 გამართულ მატჩში 51 გოლი გაიტანა.სწორედ
''დინამოდან'' მიიწვიეს ის ''ფეინოორდში'',თუმცა იქ მისი საქმეები კარგად
ვერ აეწყო და როტერდამელთა რიგებში მხოლოდ 8 მატჩის გამართვა მოასწრო.მერე
კი დაიწყო საუკეთესო წლები ქართველი ფორვარდის კარიერაში .ვლადიკავკაზის
''
...
კითხვის გაგრძელება »