რამდენჯერმე გავრცელებული ჭორის შემდეგ, გუშინ,
17 მარტს, მახაჩყალის "ანჟის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა ომარ
თეთრაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ
კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. ამავე წყაროს ცნობით, თეთრაძის ეს
ნაბიჯი მისი საკუთარი სურვილითვე იყო ნაკარნახევი. "ანჟის" მთავარი
მწვრთნელის თანამდებობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სპეციალისტის, გაჯი
გაჯიევის კანდიდატურა განიხილება.
თავის მხრივ, გაჯიევი
არდადეგებზე დუბაიში იმყოფება და აცხადებს, რომ "ანჟიდან" მას არავინ
დაკავშირებია. მწვრთნელი, რომელსაც გუნდში თეთრაძის მოსვლამდე დაღესტნური
ფეხბურთის ყველა წარმატება უკავშირდებოდა, თვლის, რომ ქართველი
სპეციალისტი გუნდიდან არ უნდა წასულიყო, რადგან დღევანდელი შემადგენლობა
მისი დაკომპლექტებულია და ასეთი დონის გუნდებში მწვრთნელსა და
ფეხბურთელებს შორის არსებული ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს.