ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 20:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 1 » თემურ ქეცბაია: "ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია"
20:28
თემურ ქეცბაია: "ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია"
               

  დღეს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, მალხაზ ასათიანმა და გურამ კაშიამ პრესს–კონფერენცია გამართეს. რაღა თქმა უნდა ჩვენც არ გამოვტოვეთ დღევანდელი დღე და პრესს–კონფერენციის პერიპეტიებს ქვემოთ გაგაცნობთ.

თავდაპირველად სიტყვა ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ერგო.

თემურ ქეცბაია: მოგილოცავთ ახალი ციკლის დაწყებას, მართალია 3 მარტს ესტონეთთან ამხანაგურს ვთამაშობთ, თუმცა ამას არაა აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის თითოეული მატჩი არის უმნიშვნელოვანესი და ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ.
გუშინ პირველი ვარჯიში გავმართეთ, თუმცა კონტიგენტი ნაკრებში ძალიან ცოტა იყო, დღეს საღამოს შემოგვიერთდებიან, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და სხვა ფეხბურთელები რომლებიც სავარაუდოდ გვიან ღამით ჩამოვლენ. სამწუხაროა, რომ ნაკრების შეკრება ერთიანად არ გვიწევს, ხოლმე რომელსაც ვერ გავექცევით.
იყო გარკვეული პრობლემები ვარჯიშებთან დაკავშირებით. თუმცა მოვაგვარეთ, საბედნიეროდ მხარში დაგვიდგა, სასტუმრო თბილისი მერიოტი, თბილისის დინამო, რომელმაც მისი სავარჯიშო მოედანი დაგვითმო, ასე რომ ყველანაირად ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.
კახა კალაძეს ფაქტორს, რაც შეეხება ის დარჩება ნაკრებში და ეროვნული ნაკრების კაპიტანიც იქნება. მას უდიდესი გამოცდილება გააჩნია და მისი იმედი მაქვს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება დატოვოს ნაკრები, იმ შემთხვევაში თუკი ჩემს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრას, მას მერე ბევრი რამ მოვისმინე, თითქოს ჩვენ ჯგუფის ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდა გავიდეთ. ყველას კარგად მოეხსენება, ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგი. მსოფლიოს შესარჩევზე ვერც ერთი თამაში ვერ მოვიგეთ, აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებთ ცოტა არარეალურია.
ახლა ყველანი კონცენტრირებულნი ვართ, ესტონეთთან გასამართი შეხვედრისთვის და იმედია გამარჯვებას მივაღწევთ, ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოგება დაავიწყდა. 

თემურ ქეცბაიას კომენტარების შემდეგ, სიტყვა მალხაზ ასათიანს ერგო

მალხაზ ასათიანი: ყველას მოგესალმებით, კარგა ხანია რაც არ შევხვედრივართ. ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი და თამაშის სურვილი ძალიან დიდი მაქვს. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მთავარია მოვირგო ეროვნული ნაკრების მაისური და აუცილებლად დავდებ სულს და გულს მოედანზე.

გურამ კაშია: მიხარია, რომ ნაკრებში ვარ. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ბევრი მაქვს სასწავლი, ეროვნულ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებისგან დიდი ცოდნის მიღება შემიძლია. ყველანაირად ვეცდები, რომ ნაკრებს სათანადოდ გამოვადგე.

ასეთი იყო დღეს გამართული პრესს–კონფერენცია თბილისის მერიოტში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3 მარტს 15.00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონელ თანატოლებს დაუხვდება. ხოლო ეროვნული ნაკრები კი 19.00 საათზე ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი ეღირება.

თორნიკე ცირამუა

დაკოპირებულია აქედან: http://www.fanebi.com

ნანახია: 1174 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!