vs თბილისის "დინამო" და თბილისის "ვიტ–ჯორჯია" ეს ის
გუნდებია, რომლებიც დავით
ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ითამაშებენ. თბილისის "ვიტ–ჯორჯია,"
რომელმაც პირველი მატჩი მარტვილის "მერანთან" 0:1 დათმო, რუსთავში მრავალ
ათასიანი გულშემატკივრის წინაშე "მერანი", ხურცილავასა და ადაბამაძის გოლების
წყალობით 2:0 დაამარცხა მეტოქე.
რაც შეეხება ეროვნულ სტადიონზე
გამართულ
შეხვედრას, ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ცხინვალის "სპარტაკი" შეხვდნენ და
მატჩი "დინამოელებმა" 3:0 გაიმარჯვეს, გოლები კი, ჩიკვილაძემ 32–ეზე, ხოლო
ვაწაძემ 81–ეზე და 89–ე წუთებზე გაიტანა. მაშ ასე, დავით ყიფიანის
სახელობის თასის ფინალი, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ერთმანეთს
დედაქალაქური კლუბები "დინამო" და "ვიტ–ჯორჯია" შეხვდება.
თბილისის
დინამო – ცხინვალის სპარტაკი 3:0 (ვიდეომასალა)
ვიდეომასალა: Fcdinamo.ge