თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში
დასასრულს უახლოვდება ტრადიციული საგაზაფხულო ტურნირი,
რომელშიც სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდების გარდა
კურსდამთავრებულებიც იღებენ მონაწილეობას და როგორც ყოველთვის, თითოეული
მატჩი წელსაც განსაკუთრებულ ინტერესს ატარებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ
ამიერიდან საფეხბურთო ინტერნეტ–ჟურნალი fanebi.com ტურნირის ერთ–ერთი
სპონსორად მოგვევლინება და დააწესებს სპეციალურ პრიზს, გათამაშების
საუკეთესო ბომბარდირისთვის. ტურნირზე წარმოდგენილი გახლდათ 14 გუნდი,
ისინი 4 ქვეჯგუფად დაიყვნენ და პირველ–მეორე ადგილზე გასასვლელად
იბრძოდნენ. გთავაზობთ აქამდე გამართული შეხვედრების შედეგებსა და
ბომბარდირთა სიას, ხვალ ნახევარფინალური მატჩები შედგება, ფინალი კი
კვირასაა დანიშნული. ჯგუფური ეტაპი 1/4 ფინალი ფონდი
3:2 17 რევოლვერი 2:2 ვეტერანები (პენ 4:2) ქუთაისის
ტორპედო 3:2 1501 ცქიტიშვილი 3:3 ფრანკო
(პენ 5:6)
1/2 ფინალი (23 აპრილი) ფონდი
– რევოლვერი
ქუთაისის ტორპედო – ფრანკო ფინალი
(25 აპრილი)
ბომბარდირთა დავა: 1.
გიორგი ჩირგაძე – "ქუთაისის ტორპედო" 9 2. ილო ხანჯალიაშვილი –
"რევოლვერი" 8 3. ნიკა მაჭავარიანი – "რევოლვერი" 8 4. ნიკა
სხირტლაძე – "ქუთაისის ტორპედო" 6 5-7 ერეკლე ვარდოსანიძე – "17" 5 5-7
გიორგი ლაშხი – "რევოლვერი" 5 5-7 ზაალ ხერხეულიძე – "ქუთაისის
ტორპედო" 5 fanebi.com
|