ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » სპორტული ობიექტების მშენებლობის ბუმი ქუთაისში
00:28 სპორტული ობიექტების მშენებლობის ბუმი ქუთაისში |
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ფაზაში
შედის. 26 მაისს სტადიონის გახსნა იგეგმება და მშენებლები ამბობენ რომ ამ
დღისთვის სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება.
სტადიონის მშენებლობა
რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპის სამუშაოებში
ადმინისტრაციული შენობის მოწყობა, ტრიბუნების გაკეთება, ინდივიდუალური
სკამების დამონტაჟება, დასავლეთ ტრიბუნის ნაწილის გადახურვა, ახალი
განათებისა და ტაბლოს დამონტაჟება შედის. ქუთაისის არენაზე
სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორციელებს, რომელმაც ამ
ეტაპისთვის შრომატევადი სამუშაო გასწია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ
ბევრია. "ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ტრიბუნების გაკეთება
თითქმის დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სკამების
დამონტაჟება. ძირითადი ყურადღება ადმინისტრაციულ შენობაზე გვაქვს
გადატანილი. 26 მაისს სტადიონის გახსნაა, სტუმრებს ველოდებით და მათ
ღირსეულად უნდა დავხვდეთ." - აღნიშნა მშენებლობის საქმეთა მწარმოებელმა
გელა მიქაიამ.
ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც სიმაღლეში
მნიშვნელოვნად გაიზარდა განთავსებული იქნება ბარი, ინტერნეტკაფე,
საკონფერენციო დარბაზი და საკომენტატორო ჯიხურები. გაფართოებულია და
უმაღლეს დონეზე კეთდება სამთავრობო ლოჟა. ასევე საკმაოდ ტევადი იქნება
ახალი პრეს ლოჟა, რომელიც ძველ სტადიონზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი
იყო. ამავდროულად, მიმდინარეობს გასახდელების, საშხაპეების, მსაჯთა
ოთახებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა. სტადიონზე ოთხი ფერის
(მწვანე, ლურჯი, წითელი, თეთრი) ინდივიდუალური სავარძლები მონტაჟდება.
აღმოსავლეთ ტრიბინაზე განთავდსებულ სავარძლებზე გამოსახულია საქართველოს
დროშა, ასევე "ჯუნგლების" მხარეს გიგანტური, ლათინური ასოებით ტორპედო
ქუთაისი იქნება დაწერილი. სექტორებს შორის რიგები უფრო მაღალია და
ინდივიდუალური სკამებიც ისე მჭირდროდ არ არის განთავსებული ერთმანეთთან
როგორც ადრე იყო, რაც გულშემატკივრებისთვის უფრო მოსახერხებელი და
კომფორტული იქნება. თუმცა ამის, გამო სტადიონის ტევადობა საგრძნობლად
შემცირდება.
გელა მიქაია:"ინდივიდუალური
სკამები ძირითადად თურქეთიდან ჩამოვიტანეთ. შემოწმებული გვაქვს,
ადრინდელივით ხისტი არ არის და იოლად არ ტყდება. ვანდალიზმის ფაქტები თუ
არ იქნა სხვა მხრივ უმაღლესი ხარისხის სკამებია და იოლად არ დაზიანდება."
უკვე
დასრულებულია ახალი განათების დამონტაჟება. ბოძებზე დაყენებულია ახალი
მაშუქები, რომელიც გამოსაცდელად მაისის პირველ რიცხვებში ჩაირთვება.
გამოიცვლება ტაბლო და როგორც "დაგის" ხელმძღვანელები გვპირდებიან, ახალი
ტაბლო გაცილებით თანამედროვე, ლამაზი და ხარისხიანი იქნება.
ერთ-ერთი
პრობლემატური საკითხი სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გადახურვაა.
ჯერ-ჯერობით გადახურვის სამუშაოები საწყის ეტაპზეა, მაგრამ როგორ
მშენებლობის საქმეთა მწარმოებელმა გელა მიქაიამ გვითხრა, სამუშაოები სწრაფი
ტემპით მიმდინარეობს და გახსნის დღემდე გადახურვა თავისუფლად მოესწრება.
მოგეხსენებათ,
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე კიდევ სამი სპორტული ობიექტის
(საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზის და ტანვარჯიშის ბაზის) მშენებლობა
მიმდინარეობს. ჩვენ ამ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაო პროცესებსაც
გავეცანით. ქუთაისის საჩოგბურთო კორტების ნახვა ერთ რამედ ღირს. 6
თვალისმომჭრელი კორტი, რომელზეც უმაღლესი ხარისხის იტალიური საფარია
დაგებული, სრულ მზადყოფნაშია და 2 მაისობას საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ბრწყინვალედ
გამოიყურება ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც სასტუმროც იქნება
განთავსებული. ერთადერთი ის გვავფიქრებს, რომ ქუთაისში ხშირად ქრის ქარი,
კორტები კი გადახურული არ არის, რამაც შესაძლოა საწვრთნელო პროცესებს ხელი
შეუშალოს.
მაგრამ, როგორც სამშენებლო კომპანია "იბერია-21"-ის
(კორტებზე ეს ფირმა აწარმოებდა სამუშაოებს) წარმომადგენლებმა გვითხრეს,
ადმინისტრაციული შენობის წინ განთასებული ორი კორტის გადახურვაზეა საუბარი
და ეს საკითხი მალე გადაწყდება.
საჩოგბურთო კორტების გვერდით
საცურაო აუზი იქნება განთავსებული. სამშენებლო პროცესს აქაც კომპანია
"იბერია-21" ახორციელებს. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია. აუზის
შენობა, თითქმის მთლიანად მინაშია ჩასმული და ძალიან ეფექტური სანახავია.
შენობაში განთავსებული იქნება დიდი და პატარა საცურაო აუზები. ფიტნესკლუბი
და ძიუდოს დარბაზი. შენობის პრეზენტაცია, 26 მაისს სტადიონთან ერთად
იგეგმება.
საცურაო აუზის გვერდით ტანვარჯიშის სპორტული სკოლაა
განთავსებული. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია და ტანმოვარჯიშეებს უკვე
ინვენტარიც გადმოაქვთ. ტანვარჯიშის სპორტსკოლის ახალი შენობა 2 მიისს
გაიხსნება. ასე რომ, მაისში ქუთაისს 4 თანამდეროვე, ევროსტანდარტების
შესაბამისი სპორტული ობიექტი შეემატება.
დავით კოხრეიძე
ქუთაისიდან www.sport.gov.ge
|
ნანახია: 901 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|