მთავარი » 2010»აპრილი»24 » "სლავიას" ფეხბურთელები ქართველ თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
18:25
"სლავიას" ფეხბურთელები ქართველ თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ბოსნიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელ ლევან კუტალიას თანაგუნდელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბოსნიური პრესის ინფორმაციით, ინციდენტი "სლავიას" ვარჯიშზე მოხდა. ქართველ ფეხბურთელს ვლასტიმირ იოვანოვიჩმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ინციდენტში გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელიც ჩაერთო და 20 წლის ქართველ მოთამაშეს ფიზიკურად გაუსწორდა.
ლევან კუტალია შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერეს.
ფეხბურთელი ინციდენტის გასაჩივრებას კლუბის ხელმძღვანელობასთან გეგმავს.
ლევან კუტალია ბოსნიის "სლავიაში" 2008 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.