ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 15:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » სკამებს რას ერჩით ხალხო...- საქართველო 2-1 ესტონეთი (კრიტიკა)
21:31
სკამებს რას ერჩით ხალხო...- საქართველო 2-1 ესტონეთი (კრიტიკა)
 

თემურ ქეცბაიას დებიუტი, უსახური თამაში, გოგიტა გოგუას სრულფასოვანი დაბრუნება და რაც მთავარია, მონატრებული გამარჯვება, ეს ის თემებია, რომელიც ახლა ყველა ქართველ გულშემატკივარს უტრიალებს თავში, მაგრამ გვინდა პირველ რიგში თქვენი ყურადღება იმ ვაი გულშემატკივრის ქცევაზე შევაჩეროთ, რომელიც უკვე მერამდენედ იქცევა ვანდალურად და ანადგურებს ეროვნული სტადიონის თავის დროზე დიდი ძალისხმევით დაყენებულ სკამებს. ასე არ შეიძლება პატივცემულებო, არ ვიცი ჩვენს 3000–ზე მეტ ვიზიტორს შორის არის თუ არა რომელიმე მათგანი, ვისაც დღეს ამ საქციელის ჩადენა მოუვიდა აზრად, მაგრამ თუ არის, მინდა ვუთხრა, რომ აქ შეცდომით ხართ შემოსული ბატონო, ფეხბურთის ყურება კი არა ამ თემაზე საუბარიც კი თქვენი საქმე არ არის...

ის ადამიანები, რომლებიც დღეს ეროვნულზე მივიდნენ და თითქმის ბოლომდე შეავსეს ტრიბუნები, ცხადია დაფასებას იმსახურებენ, მაგრამ ისეთის მისვლას, ვინც მატჩის ბოლოს სკამი უნდა დაამტვრიოს, იქნებ სულ რომ დავხუროთ სტადიონის კარები, ის ჯობდეს...

გაუგებარია რას აკეთებს ის უამრავი პოლიციელი, რომელიც ყველა თამაშს ესწრება ხოლმე. ძნელია ამ შემთხვევაში რაიმე მიზეზით სტადიონის ხელმძღვანელობა დაადანაშაულო, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებს, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებათ, რომელიმე ევროპული ჩემპიონატის რიგითი მატჩი მაინც აჩვენეთ ტელევიზორში, გინახავთ სადმე ტრიბუნებისკენ ზურგით მდგომი და თამაშის ყურებით გართული პოლიციელი? ასე რომ არ იყოს, მსგავსი ფაქტებიც არ მოხდებოდა, ანაც დამნაშავე საკადრისად დაისჯებოდა...

ახლა მატჩზე გადავიდეთ, რომელიც ვფიქრობ ყველამ ნახეთ და მისი პერიპეტიების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. მოგება რათქმაუნდა კარგია, მაგრამ ათკაციან ესტონეთს მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში წესიერად კარში რომ ვერ დაურტყამ და აქეთ მიიღებ საპასუხო გოლს, ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ მსაჯობის საკითხი, ძნელია საკუთარი გულის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო, მაგრამ შეხვედრის მსაჯი რომ ბევრს სცოდავდა და თანაც მუდამ ქართველების სასარგებლოდ, ეს თვალშისაცემი გახლდათ და ამხანაგურ მატჩში თუ ასე იყო, ოფიციალურ შეხვედრებში ამის იმედად ნუღარ ვიქნებით...

ერთადერთი სასიამოვნო სიახლე გოგიტა გოგუას მართლაც ბრწყინვალე დაბრუნება გახლდათ. ჩვეულ ბრძოლისუნარიანობასთან ერთად მან აშკარად დახვეწა სათამაშო ხასიათის დეტალები და შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით ნაკრებმა ერთ–ერთი ლიდერი შეიძინა. მსგავსი სიკაშკაშით ვერ გამოირჩნენ მარცვალაძე და კვირკველია, რომლებსაც პირველ რიგში უთამაშებლობა ეტყობოდათ, მალხაზ ასათიანმა კი დაცვის ხაზი კი საიმედოდ გაამაგრა, მაგრამ მისგან უფრო მეტს ველით და ეს არავისთვისაა დასამალი.

მაშ ასე, პირველი გამარჯვება მიღწეულია. გამარჯვება გამარჯვებაა და იმედია ბოლო წუთზე გატანილი გოლი იმ ამ შემთხვევის ხშირ თანამდევ და უმნიშვნელოვანეს რამეს მაინც შესძენს ჩვენს ბიჭებს, საკუთარ ძალებში დარწმუნება რომ ჰქვია.

ვულოცავთ თემურ ქეცბაიას წარმატებულ დებიუტს, გილოცავთ თქვენ ასე ნანატრ გამარჯვებას, (რამდენი ხანია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს ერთ დღეს არ მოუგია) და უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. ეროვნული ნაკრების ბირთვს წესით და რიგით უახლოეს მატჩებში ყენია, ანანიძე და მჭედლიძეც უნდა დაემატონ, რაც თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ფაქტობრივად ახალი გუნდის ჩამოყალიბების ტოლფასად მიმაჩნია, ახლის და უფრო ძლიერის რაც მთავარია!


ბექა ჯღარკავა   www.fanebi.com
ნანახია: 862 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!