ნალჩიკის ”სპარტაკმა”, რომლის რიგებში გოგიტა გოგუა და დავით სირაძე
თამაშობენ, ვარჯიში გუშინ განაახლა. რუსეთის პრემიერლიგის მომდევნო ტურში
კრასნოჟანის შეგირდები ყაზანის ”რუბინს” დაუპირისპირდებიან.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ”სიბირთან” შეხვედრაში
მიღებული ტრავმის გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობს ქართველი თავდამსხმელი
დავით სირაძე. ნალჩიკელთა 8 ნომერმა სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ”სპარტაკი” ”როსტოვს” დაუზავდა
(1:1).
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ სირაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისათვის ნაკრებში გამოიძახა.
გიორგი ლუკიანცევი