ქართველი სპეციალისტის, შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "კაისერსპორმა"
თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა და ახლა და 6
შესაძლებლიდან 6 ქულით სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
"ქაისერის" მეტოქე დებიუტანტი "ქარაბუქსპორი" გახლდათ, არველაძის გუნდი
პირველი ტაიმის შუაწელშივე დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ
გაუშვია. ალექსანდრე ამისულაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ,
მან 90 წუთი ითამაშა და თურქული სპორტული გამოცემისგან 6.0 ბალიანი
შეფასებაც დაიმსახურა გთავაზობთ აღნიშნულ მატჩში გატანილ გილს.
fanebi.com
|