ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » საპალანგო თვრამეტეული ცნობილია
16:06 საპალანგო თვრამეტეული ცნობილია |
როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პალანგაში მიემგზავრება
ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი იქ
ხვალ მიდის, ტურნირი კი 23 აგვისტოს დაიწყება და 29-ში დასრულდება. ქართველმა
17-წლამდელებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარეს და ჟორჟიკაშვილმა 25
კანდიდატიდან სწორედ ამის შემდეგ შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც
პალანგაში საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), ლევან გუდავაძე (ბაია); მცველები: ნიკა
სანდოხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - დინამო), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი),
სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - ლოკომოტივი), გიორგი როგავა
(ბაია); ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი),
გიორგი სარჯველაძე (35-ე საფ. სკოლა), გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო), გიორგი
ჯავახიშვილი (დინამო), გურამ სამუშია (ბაია), ჯემალ ხანთაძე (ზესტაფონი); თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე - ოლიმპი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბ.), ნიკოლოზ კაჭარავა (დინამო).
უკვე
გაიმართა წილისყრა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა,
სადაც მისი მეტოქეები უკრაინა, ლატვია და მოლდოვა იქნებიან. A ჯგუფში კი
ლიტვა, ყაზახეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი ითამაშებენ. ფინალში გასასვლელად
მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა საკმარისი. როგორც ხედავთ,
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების განაცხადშია მიუნხენის "ბაიერნის" წევრი
ლუკას ჰუფნაგელი, გერმანიაში მოთამაშე კიდევ კიდევ ერთი ჩვენებური,
"მიუნხენ 1860"-ის ფეხბურთელი ლუკა ჩხაიძე კი ჟორჟიკაშვილის გუნდს
მოგვიანებით შეუერთდება.
|
ნანახია: 914 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|