უკვე მესამე წელიწადია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორია გერმანული სპორტული მწარმოებელი "სალერი", რომელიც გვერდში უდგას ფედერაციას.
რამდენიმე დღის წინ გერმანიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონი გოჩა თამაზაშვილი, რომელიც რიჩარდ სალერსაც შეხვდა და მოახლოებულ ფესტივალთან დაკავშირებით მორიგი მოლაპარაკებები გამართა.
დიდი შანსია წლევანდელი ფესტივალის (ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალი) ფინალურ შეხვედრებს ბატონი რიჩარდ სალერიც დაესწროს, რომელიც რამდენიმე დღით გეგმავს თბილისში ჩამოსვლას. სალერი ფინალურ მატჩებზე დასწრებას აპირებს.