ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 17:02


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 2 » საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულის მოედანი დაიპყრეს
22:10
საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულის მოედანი დაიპყრეს

 დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებების ვარჯიში. თავდაპირველად ეროვნული სტადიონის საფარი 18.00 საათზე ესტონელებს დაეთმოთ და ერთი საათის განმავლობაში მატჩის წინა ვარჯიში ჩაატარეს. თუმცა ვარჯიშამდე ჩვენ ესტონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ კონსტანტინ ვასილის კომენტარი ვსთხოვეთ. აი რას გვეუბნება იგი: "ხვალ საინტერესო მატჩი იქნება, საქართველოს ნაკრებთან რთული მატჩი გველოდება, ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს და საკმაოდ ტექნიკური გუნდია, რაც ჩვენთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ".

ვარჯიში ზუსტად 18.00 საათზე დაიწყო და ტიმო რუუტლის განკარგულებაში 16 ფეხბურთელი იმყოფებოდა, თავდაპირველად რუუტლის შეგირდებმა მოთელვებს მიიჰვყეს ხელი და გრძელ პასებს, ხოლო ვარჯიშის დასკვნითი ფაზა კი ნახევარ მოედანზე ორ მხრივი თამაში იყო, სადაც ესტონელების რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი გამოიკვეთა, მაგალითად პასების უზუსტობა, მეკარის არა დამაჯერებლობა და სხვა ფაქტორები. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩვენ ესტონელების მთავარ მწვრთნელ ტიმო რუუტლისა და მეკარეების მწვრთნელ მარკ პოომის.

ტიმო რუუტლი: "ხვალ საკმაოდ რთული მატჩი გველოდება, ბოლო დროს მართალია ჩვენ გამოვასწორეთ თამაში, თუმცა საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია. თემურ ქეცბაია საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, რომ იგი თავის სიტყვას იტყვის. ვნახოთ იმედი დავიტოვოთ, რომ ხვალინდელი თამაში საინტერესო გამოდგება".

მარკ პოომი: "რთული მატჩი გველოდება ხვალ თქვენს ნაკრებთან, არაერთი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს ნაკრებში. ჩვენ ერთი წლის წინ შევხდით თქვენს ნაკრებს, სადაც ფრე ვითამაშეთ და ვნახოთ რა იქნება ხვალ. თემურ ქეცბაის ძალიან კარგად ვიცნობ, მის წინააღმდეგ ჩამიტარებია არაერთი თამაში და იგი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, აგრეთვე გიორგი ქინქლაძესთან ერთად მომიწია თამაში და ეს ძალიან მახარებს. მოკლედ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს".

აი ასეთი კომენტარები გაკეთდა ესტონელთა ნაკრების მხრიდან ჩვენთან საუბარში. ამის შემდეგ თემურ ქეცბაიას შეგირდები გამოვიდნენ მოედანზე და დაახლოებით ერთ საათიანი ვარჯიში გამართა. ჩვენმა ბიჭებმა პასებზე დაიწყეს მუშაობა, რის შემდეგაც ფიზ–მომზადების მწვრთნელმა მიხალის მიხალისმა გუნდი ე.წ "ფიშკებზე" ავარჯიშა. ვარჯიშის დასკვნით ფაზა კი უკვე ორ მხრივ თამაშს დაეთმო და ბიჭებმა აშკარად დატოვეს ნორმალური შთაბეჭდილება. აღსანიშნავია, რომ გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის და თემურ ქეცბაიაც ბიჭებს მოდუნების საშუალებას არ აძლებს, რაც კარგის ნიშანია. ვარჯიშის შემდეგ გუნდის ერთ–ერთ ლიდერ კახა კალაძესა და გიორგი მერებაშვილის ვთხვოეთ კომენტარი/

გიორგი მერებაშვილი: "პირველი თამაში არის ეს თემურ ქეცბაიასთვის და იმედია გამარჯვებას მოვიპოვებთ, რადგან ქართველ გულშემატკივარს მოენატრა უკვე გამარჯვება და ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალინდელი თამაში მოვიგოთ.

კახა კალაძე: "წარუმატებელი თამაშების შემდეგ გამარჯვებას შევეცდებით აუცილებლად, თემურ ქეცბაიასთვის ეს პირველი მატჩი იქნება, ის წარმატებული ფეხბურთელი იყო, წარმატებული მწვრთნელი იყო აგრეთვე კვიპროსშიც და იმედია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იგი გაამართლებს და შესძლეს ძლიერი გუნდის დაყენებას".

შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება, ხვალ 15.00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე შედგება და მატჩზე დასწრება უფასო იქნება, ხოლო ეროვნულ ნაკრებსბს შორის შეხვედრა კი 19.00 საათზე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარი ეღირება.


  


თორნიკე ცირამუა  www.fanebi.com

ნანახია: 901 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!