ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 22.08.2019, 02:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » როგორ აღვკვეცოთ უკანონობა ეროვნულ ჩემპიონატში
01:55
როგორ აღვკვეცოთ უკანონობა ეროვნულ ჩემპიონატში

 ისევე როგორც გასული წლის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო  ჩემპიონატში, მიმდინარე სეზონშიც საუბარი არ წყდება ჩაწყობილი თამაშების შესახებ.  ძალიან ბევრი კლუბი დასახელდა გარიგების მინაწილედ, თუმცა კონკრეტულად არავინ დასჯილა.

 

   ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილი უკანონობის აღმოსაფხვრელად საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ბატონმა უჩა ნებიერიძემ პროფლიგას წერილობით მიმართა.

 

    "როდესაც ამ საკითზე ვიწყებთ ფიქრსა და საუბარს პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ ვისთვის ტარდება ჩემპიონატი და გახსნილი თამაშები. ჩემი აზრით, არა მხოლოდ ფეხბურთელებისა და ფეხბურთის განვითარებისთვის, არამედ მაყურებლისთვის. მაგრამ თუ მაყურებელს შევთავაზეთ ცრუ და უინტერესო ასპარეზობა, მაშინ არ მოვა საყურებლად, რაც სამწუხაროდ ასეც ხდება.

 

    ამ მცირე შესავლით იმის თქმა მინდა, რომ მაყურებელი და თითოეული მოქალაქე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული ფეხბურთსთვის და ზუსტად მათი დახმარებით არის შესაძლებელი ყველანაირი უკანონობის აღმოფრხვა და ობიექტური სურათის მიღება. უნდა შემუშავდეს გეგმა, რის მიხედვითაც მაყურებლის უმრავლესობა გადაწყვეტს თამაშისა და მსაჯის ობიექტურობას.

 

კერძოდ: ყოველი მატჩის შემდეგ უნდა ჩატარდეს გამოკითხვა მაყურებელთან, რამდენად ობიექტურად ითამაშეს ფეხბურთელებმა და რამდენად ობიექტური იყო მსაჯობა;

 

    გამოკითხვა უნდა იყოს ანონიმური, რომელიც უნდა დაითვალოს;

 

    თუ მაყურებლის 75%+1 ჩათვლის, რომ მატჩი ჩატარდა უკანონოდ და წესების დარღვევით, შედეგი უნდა გაუქმდეს და დაისაჯოს ორივე გუნდი;

 

   გამოკითხვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 100-მა ადამიანმა ან სტადიონზე დასწრებულთა მინიმუმ 30%-მა;

 

   ამ გეგმაზე უნდა შეთანხმდეს ყველა კლუბი, იგი უნდა იყოს საბოლოო და აღარ უნდა საჩივრდებოდეს.

 

   რაც შეეხება გამოკითხვას, ძალიან მარტივია, უნდა დარიგდეს ბილეთებთან ერთად ფურცელი, სადაც დაიწერება ორი კითხა: ითამაშეს თუ არა ფეხბურთელებმა სამართლიანად (კი, არა), მეორე კითხვა: იყო თუ არა მსაჯობა სამართლიანი (კი, არა).

 

   ასევე შეიძლება დამტკიცდეს კომისია, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მაყურებლის აზრს და უნდა იხელმძღვანელოს ამით.

 

   თუ მოგეწონათ პროექტი მე მზად ვარ იმისთვის, რომ დავხვეწოთ და მოგეხმაროთ პროექტის განხორციელებაში", – ასეთია მიმართვის შინაარსი.     

 

 

   ვფიქრობთ, ბატონი უჩას ინიციატივა გასათვალისწინებელია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება პროფლიგის პრეროგატივაა.

 


მირანდა სურმანიძე

ფოტო: ანა კალანდარიშვილი

www.goli.ge

ნანახია: 660 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!