18-23 მაისს თბილისში გაიმართება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის - ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 2000, 2001 და 2002 წელს დაბადებული ბავშვები.
ფესტივალის მონაწილეობის სურვილი 50-მდე გუნდმა გამოთქვა, თუმცა სავარაუდოდ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. დედაქალაქში ჩამოსვლას აპირებს აზერბაიჯანის ორი გუნდი, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ქვეყნების გუნდებთანაც.
ფინალურ მატჩებს "ეროვნული" სტადიონი უმასპინძლებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.