თბილისის ფეხბურთის
ფედერაცია Tbilisi Football Federation
დღეს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ოფისში
პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საუბარი იყო მოახლოებულ ბავშვთა
საფეხბურთო ფესტივალზე, შედგა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის
პრეზენტაციაც.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს - პრეზიდენტმა გრიგოლ
ცაავამ, გენერალურმა მდივანმა გოჩა თამაზაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ
მგელაძემ. ხელმძღვანელების გვერდით იდგა ლეგენდარული ფეხბურთელი და
21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია. ოთარ
გაბელია: "დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის
ისტორიაში, ოფიციალურად გაიხსნა ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი, რაც
ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. დიდი საქმე გაკეთდა, ამიერიდან ყველას
ექნება საშუალება დიდს თუ პატარას ისარგებლოს თბილისის ფეხბურთის
ფედერაციის ვებ-გვერდით და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. რასაც სათქმელია
პირდაპირ ვლაპარაკობ და არავის არ ვეფერები, გრიგოლ ცაავა და ფედერაციის
ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვთა ფეხბურთი განვითარდეს". გრიგოლ
ცაავა: "მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, შეიქმნა ჩვენი ვებ-გვერდი, სადაც
ამომწურავი ინფორმაცია იქნება ბავშვთა ფეხბურთზე, მეორე ლიგაზე, ჩვენს
შესახებ. ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა ბავშვთა
ფეხბურთში პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. რაც შეეხება
ფესტივალს, დარწმუნებული ვარ დიდი ზეიმი იქნება, ტურნირში მონაწილე ყველა
ბავშვი თუ მწვრთნელი დასაჩუქრდება. დიდ მადლობას ვუხდი სტადიონის დირექტორს
ალექსანდრე შახოვს გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის, ასევე სპორტული
და მასობრივი ღონისძიების სამსახურის უფროსს მალხაზ ნორაკიძესა და
სტადიონის დაცვის სამსახურის უფროსს ზურაბ კვირიკაშვილს. მადლობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე ქალაქის მერიას". გოჩა
თამაზაშვილი: "წლეულს მესამედ ტარდება ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი,
ტურნირი 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება. მონაწილეობას მიიღებენ
2000, 2001 და 2002 წელს დაბადებული ბავშვები, ჯგუფური თამაშები სხვადასხვა
სკოლებში ჩატარდება, ფინალური მატჩები კი "ეროვნულ" სტადიონზე გაიმართება.
დღეისათვის 50-მდე გუნდმა გამოთქვა ასპარეზობის სურვილი, ფესტივალში
სავარაუდოდ 900 ბავშვი ითამაშებს. პატარებს საჩუქრად გადაეცემათ სპორტული
ფორმები, ბურთები, გამარჯვებულებს (1, 2 და 3 ადგილიები) მედლები,
სიგელები, თასები. ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მერიის მაღალჩინოსნები, სპორტის
დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე ველოდებით საპატიო
სტუმრებს. იგეგმება რიჩარდ სალერის ჩამოსვლაც, რომელიც ჩვენი ტექნიკური
სპონსორია". რევაზ მგელაძე: "აზერბაიჯანიდან 2 გუნდს ველოდებით,
მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქებთანაც. ტურნირში ითამაშებენ იმერეთის,
კახეთის, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის
გუნდებიც. გვინდა რომ ტურნირი ზეიმად ვაქციოთ და ბავშვების მეხსიერებაში
დარჩეს. სერიოზულად ვემზადებით ამ ტურნირისთვის და მჯერა ყველაფერი კარგად
ჩაივლის". დღეს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ოფისში

ჩაივლის". www.tbff.ge
|