კვირას, 25 აპრილს საგურამოს ბაზაზე შიდა ქართლისა და თბილისის
ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
თბილისის ნაკრებს, რომელიც 1993 წელს დაბადებული ბავშვებით იქნება
დაკომპლექტებული, ბაგრატ ჩადუნელი და ზაზა დიდებაშვილი უხელმძღვანელებენ.
ნაკრები დღეს ”ავაზას” საფეხბურთო სკოლაში შეიკრიბა და მატჩისწინა ვარჯიში
გამართა, კვირას კი უკვე შიდა ქართლის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 14:00
საათზე დაიწყება. ბაგრატ ჩადუნელმა და ზაზა დიდებაშვილმა შიდა
ქართლის ნაკრებთან სათამაშოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმეს: მეკარეები
- ლევან ჯეჯელავა (მთ. გლობუსი), აჩიკო კიძალავა (ვ. ჯორჯია).
მინდვრის მოთამაშეები - იაკობ ჟღენტი (ოლიმპიკი), ზურა ქიტიაშვილი (ნ.
დინამო), გიორგი კალანდია (თ.ს.ა.), ირაკლი ჭოჭუა (ვ. ჯორჯია), ლაშა
ღუღუნიშვილი (ოლიმპიკი), ლევან არჩვაძე (თ.ს.ა), კოტე ხიზანეიშვილი
(დინამოს აკადემია), კოტე ქუთათელაძე (ნ.დინამო), თემურ ნარმანიძე (ვ.
ჯორჯია), დიმიტრი გუგავა (ნ. დინამო), გეგა პოპკოვი (ნ. დინამო), გიორგი
ჯგერენაია (თ.ს.ა), ზაზა ნადირაძე (დინამოს აკადემია), აკო ბენიძე
(მთ.გლობუსი), თედო კაკულია (დინამოს აკადემია), გიორგი გოგუაძე
(ოლიმპიკი), ზურა ციხელაძე (ოლიმპი), გაგა დოლიძე (თ.ს.ა), ნიკა ჯოლოხავა
(ვ. ჯორჯია)
|