მოსკოვის სპარტაკის 17 წლის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კიდევ ერთი გრანდი
გუნდის თვალთახედვაში მოექცა, ლაპარაკია იტალიურ მილანზე. როსონერის
სკაუტები ჯანოს არაერთ თამასში დაკვირვებიან და ჯანოს მათი მოწონება
დაუმსახურებია, თუმცა როგორც lifesport–ი იუწყება ანანიძეს მამა ამირან
ანანიძე მილანში გადასვლაზე უარზეა. "ჩემი შვილი სპარტაკში ძალიან კარგად
გრძნობს თავს, ჩინებული გარემოა, ასე რომ ჯანო არსად არ წავა. შეგახსენებთ,
რომ მისით ლივერპული, მანჩესტერ სიტი, სევილია, ფიორენტინა და სხვა ძლიერი
კლუბები არიან დაინტერესებულნი.