დღეს სერბეთის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი მერებაშვილის ვოივოდინამ შუკარიჩკთან, და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით ,4:0 დაამარცხა. სერბეთში გადასვლის შემდეგ დღევანდელ შეხვედრაში გიორგიმ პირველად გამოიჩინა თავი. მატჩის 85–ე წუთზე დანიშნული თერთმემეტრიანი ქართველმა ფეხბურთელმა ზუსტად გამოიყენა და ოთხამდე გაზარდა ანგარიში. ამ გამარჯვებით, ვოივოდინას 30 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება.
"მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშზეც აისახა, გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშით დასრულებულიყო შეხვედრა. მიხარია, რომ გოლი გავიტანე და იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება", განაცხადა გიორგი მერებაშვილმა Fanebi.com-თან საუბრის დროს.
მივულოცოთ გიორგის ეს წარმატება და იმედი დავიტოვოთ, რომ იგი კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ თამაშს ჩაატარებს ჯერ "ვოივოდინას", შემდეგ კი რომელიმე უფრო ძლიერი გუნდის რიგებში.