ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 27.04.2024, 00:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 31 » მჭედლიძე და ძალამიძე ვერ მოდიან?
18:14
მჭედლიძე და ძალამიძე ვერ მოდიან?

http://geofootball.ucoz.net/GFF-Logo.gif


გუშინ 13 საათზე ახალგაზრდული ნაკრები სასტუმრო "თორში" შეიკრიბა. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის II შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელთა კრებული 4 სექტემბერს საქარიაში თურქეთს შეხვდება, 7-ში კი თბილისში სომეხ თანატოლებს უმასპინძლებს და ამით დაასრულებს კიდეც შესარჩევ ციკლს.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ დასკვნითი მატჩებისთვის 21 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა გუშინ მის განკარგულებაში ყველა გამოძახებული როდი იყო. მოდით, ჯერ იმ 15 ფეხბურთელის სიას გავეცნოთ, რომლებმაც გუშინ ივარჯიშეს:

მეკარეები: როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო, უნგრეთი);

მცველები: ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო);

ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), ლუკა გუგუჩია (ბაია);

თავდამსხმელები: რევაზ ბარაბაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ჭედია (ოლიმპი).

საქარიაში გამგზავრებამდე ნაკრები სამჯერ ივარჯიშებს და სამივეჯერ 18 საათზე, საგურამოს ტექნიკურ ცენტრში. სხვაგან ვარჯიშის საშუალება ნაკრებს არ მისცემია, რადგან "ლოკომოტივზე" საერთაშორისო სანაკრებო ტურნირი იმართება, სხვა თბილისურ მოედნებზე კი ვარჯიში შეუძლებელი აღმოჩნდა.

თურქეთში ნაკრებს უნგრეთის "დიორი ეტოს" სამეული - ლაშა თოთაძე, გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე შეუერთდებიან, გიორგი ბახტაძემ კი კლუბი დატოვა და შეკრებაზე გამოცხადდა (ამაზე უფრო ვრცლად სხვა მასალაში წაიკითხავთ).

მოსკოვის ცსკა-ს პლეიმეიკერი ნიკა ძალამიძე შეკრებაზე ვერ ჩამოდის, გაურკვეველია "ემპოლის" თავდამსხმელ ლევან მჭდლიძის საკითხიც.
"ნიკა ძალამიძე ვერ ჩამოვა. ასე გვითხრეს, კოჭი დაიზიანაო. მჭედლიძეც არ ჩანს... არ ვიცი, რა ხდება. ჩვენ მიწვევა გავუგზავნეთ, რადგან "ემპოლიში" მისი თამაში ვნახე და პარტნიორს გოლი გაატანინა. ამან ძალიან გამახარა, ლევანის დახმარების იმედი გამიჩნდა. თავადაც ველაპარაკე - ვარიანტი არ არის, არ ჩამოვიდეო. შესაძლოა, იმიტომ არ ჩამოსულა, რომ დღეს (ანუ გუშინ - ავტ) "ემპოლი" თამაშობს. მოკლედ, ჯერ არ ვიცი, თურქეთში ჩამოვა თუ არა", - გვითხრა გაბელიამ.

შეკრებაზე გამოცხადდა მათე ვაწაძე, მაგრამ თურქეთში მისი თამაში გამოირიცხა - "დინამოს" ფორვარდს ტრავმა გაუმიზეზდა. მწვრთნელებს მდგომარეობა რომ აუხსნა, გაბელია გულდაწყვეტილი დარჩა: "მათე არის სპორტსმენი და პიროვნება, მოვიდა და მითხრა, რაც სჭირდა. ეტყობოდა, რომ კუნთის ტკივილითა და უთამაშებლობით შეწუხებულია. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. ორიოდე დღის წინაც ველაპარაკე და მითხრა, ძალიან მინდა თამაშიო, მაგრამ ტრავმა გასაქანს არ აძლევს. ფეხბურთელის ასეთ დამოკიდებულებას მივესალმები, კაცი რომ მონდომებულია, ეს აშკარად ეტყობა. არადა, მათეს დიდი იმედი მქონდა, საკუთარი თამაში "დაიჭირა" და ფორმაში შედიოდა და ამდენად, ვაწაძის არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია".

სამეულის პრობლემების გამო, ახალგაზრდულის თავკაცი მათი შემცვლელების გამოძახებაზე დაფიქრდა, მაგრამ გუშინ საღამომდე გვარები არ დაუსახელებია. მჭედლიძისა და ვაწაძის არყოფნაში, პრობლემატურია თავდასხმის ხაზი. ამას გარდა, გაბელიამ არ იცის, როგორ ფორმაშია რევაზ ბარაბაძე.

მიუხედავად ამისა, გაბელია წინა ხაზში არსებულ კონტიგენტზე დაყრდნობას აპირებს და კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელ ვახტანგ კვარაცხელიას გამოძახებას, გვიპასუხა: "კვარაცხელია ნაკრებში იყო, მაგრამ ბარაბაძეს, ვაწაძესა და ივანიშვილზე მაღლა არ დგას. ახლაც გარკვეული მონახაზი გაგვაჩნია, თუ ვინ შეიძლება დავაყენოთ თავდასხმაში. ვნახავთ, ბარაბაძე როგორ გამოიყურება, გასინჯვაზე კი იყო, მაგრამ უთამაშებელია. თუმცა მისი იმედი რომ მაქვს, ამიტომაც გამოვიძახე. ვფიქრობ, ძალამიძის შემცვლელზეც, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, ვის გამოვიძახებთ. მოკლედ, საფიქრალი არ გვაკლდა და კიდევ უფრო მოგვიმრავლდა".

მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, გაბელიამ შეკრებაზე გიორგი ხიდეშელიც გამოიძახა, რადგან 7 სექტემბერს სომხეთთან თბილისში დაგეგმილი მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადოს. ყველაზე გვიან ნაკრებში დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილს კი ბილეთი ჰქონდა, მაგრამ მიწვევა არ მიუღია. ის თბილისში 19-წლამდელთა ნაკრების მიწვევის საფუძველზე ჩამოფრინდა, სადაც ვლადიმერ გუცაევმა 8-დან 22 სექტემბრამდე გამოიძახა. ასეა თუ ისე, თორნიკე ნაკრებშია და ის მაინც არაა გაბელიას სადარდებელი. ოქრიაშვილი ახალგაზრდულში მშვენიერ განწყობაზე ჩამოვიდა - დონეცკელთა დუბლებში თამაშობს და ძირითადში გადასვლას იმედოვნებს.

მეტოქე
თურქთა საგურჯო

თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეშით ჩეთინერმა საქართველოსა (4 სექტემბერი) და ირლანდიასთან (7 სექტემბერი) გასამართი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ჩენკ გენენი (ბეშიქთაში); მერტ გიუნოკი (ფენერბახჩე);
მოედნის მოთამაშეები: თევფიქ კოზე, ზექი ქორქმაზი, მაჰმუთ თექდემირი (ყველა ისთანბული), ემრე ჩოლაქი, სერქან ქურთულუსი (ორივე გალათასარაი), ოზგურ ჩექი (ანკარაგუჯუ), ნეჩიპ იუსალი (ბეშიქთაში), ბარიშ ბაშდაში, შაჰინ აუგიუნეში (ორივე - ქაშიმფასა), სერდარ ქეზიმალი, ჰასან ალი სიდევალკი (ორივე ქაისერისფორი), სერდარ ეილიკი (დენიზლი), ორჰან გიულე (გაზიანთეფი), მაჰმუთ ბოსი, ოზქან ქარაბულუთი (გენჩლერბირლიგი), ბურაქ კაპლანი (ლევერკუზენი, გერმანია), სერქან შაჰინი (ქონიასფორი), ჰუსეინ თოქი (მანისასფორი), ლარკ ალი არსლანი (ალემანია, გერმანია), სერდარ გიურლერი (სოშო, საფრანგეთი), ბურაქ ჩალიქი (ალტაი).

მეტოქემ შეკრება გუშინ დაიწყო. ნაკრები სტამბულში "აიროპორტ ჰოტელში" დაბინავდა და დღეს ქოჯაელში გადაინაცვლებს. მატჩი ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

დღეისთვის, სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

                        თ მ ფ წ    ბ    ქ
1. შვეიცარია        9 5 2 2  14-8  17
2. თურქეთი        8 4 1 3   12-10 13
3. საქართველო    8 3 3 2   11-7  12
4. ესტონეთი       9 3 3 3   9-11  12
5. სომხეთი         9 3 1 5   17-18 10
6. ირლანდია       7 0 4 3   6-13   4



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 821 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!