რუსეთის პირველი ლიგის
ცენტრალურ შეხვედრაში კრასნოდარის ”ყუბანმა” ოტარ მარცვალაძისა და ედიკ
საჯაიას ”ვოლგას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის
მე-13 წუთზე გავიდა. მატჩს 10000 გულშემატკივარი დაესწო.
ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. მარცვალაძე 70-ე წუთზე
შეცვალეს, ხოლო საჯაია - 84-ზე. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი
იტყობინება, ოთარს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა.
”ვილგა” 7 ტურის შემდეგ მერვე ადგილზე იმყოფება 9 ქულით.