რამდენიმე
დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ "მილანში”
უთამაშებლობა ვეღარ მოითმინა და საპასუხოდ ხმა აიმაღლა. ქართველმა მცველმა
იტალიურ ტელეარხთან თავისი პოზიციაც დააფიქსირა. კახიმ თამამად აღნიშნა,
რომ ხელმძღვანელობის ქმედებით ნაწყენია. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის
ბოლოს გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა და ზოგი რამ ლეონარდოსთან დაკავშირებითაც
აღნიშნა. კალაძის ამ თამამ ნაბიჯს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან
შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. მათ ფეხბურთელის მიმართ სანქციების გატარების
შესახებ "მილანის" ოფიციალურ საიტზე განაცხადეს.
მოგვიანებით კალაძემ ბოდიში მოიხადა და თავისი საქციელი ოჯახურ პრობლემებს გადააბრალა.
ხვალ
"მილანი" სერია A–ს გასვლით შეხვედრას დედაქალაქურ "რომასთან" გამართავს.
როსონერისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მატჩი სათავისოდ ჩაამთავროს.
დღეს
"მილანის” ოფიციალურ საიტზე კალაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი
ინფორმაცია გაავრცელდა. "მილანის” თავკაცმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ
ქართველი მცველის ქმედება შეაფასა: "მე უშუალოდ კალას ვესაუბრე და
ვფიქრობ, ნორმალურია, როცა ფეხბურთელს მოედანზე გასვლა სურს. მან თამაში
მოითხოვა. ის ვარჯიშობს, რადგან შეიძლება ყველაფერი მოხდეს".
|