ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 18:02


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ლეგიონის ამბები: ღუჭაშვილიც თასის ფინალში
19:05
ლეგიონის ამბები: ღუჭაშვილიც თასის ფინალში

არც თუ დიდი ხანია, რაც ლატვიური „დინაბურგის" დაშლის შემდეგ, მისი ქართველი ლეგიონერი – ვასილ ღუჭაშვილი,  მოლდოვის „დაჩიაში" გადაბარგდა. მან გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება თურქეთში გაიარა და  თანაგუნდელებთან ადაპტაცია არ გასჭირვებია.

 

ვასილ ღუჭაშვილმა „დაჩიას" რიგებში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა და ჩემპიონატში გოლის გატანაც მოასწრო. ჩემპიონატის გარდა გაიტანა სათასო დაპირისპირებაში „ოლიმპიასთან. „დაჩიამ"  საკუთარ არენაზე სტუმრები 4:2 დაამარცხა. მეორე გოლი  ყოფილი „ვეტერინარის" ანგარიშზეა.

 

„დაჩია" მოლდოვის ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მეორე ადგილოსან გუნდს სამი ქულით ჩამორჩება. ამ გუნდებს შორის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი მატჩი კიდევ უნდა გაიმართოს და სწორედ იქ გაირკვევა მეორე ადგილოსნის ვინაობაც.

 

„დინაბურგის" სკანდალის შემდეგ ღუჭაშვილი და მისი თანაგუნდელი, ასევე ქართველი ირაკლი ქორთუა, საქართველოში დაბრუნდნენ. ქორთუა, ამჟამად, გაგრის „გაგრაში" ირიცხება. დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა შემოთავაზება ღუჭაშვილსაც ქართული გუნდებიდან.

 

„შემოთავაზება არ ყოფილა. დინაბურგის დაშლამდე ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და შესაბამისად, ვერ წავიდოდი ვერსად. „დაჩიამ" ჩემი კონტრაქტი „დინაბურგისგან" ნაწილობრივ გამოისყიდა. 50% მოლდოვური გუნდის ვარ, 50% – ლატვიურის. „დაჩიასთან" კონტრაქტი ნოემბრამდე მაქვს. როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა ლატვიურ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას სრული გამოსყიდვის თაობაზე", – ამბობს ღუჭაშვილი.

 

რაც შეეხება თასის განმეორებით მატჩს, „ოლიმპიასთან" სტუმრები ფორით ჩავიდნენ. მასპინძლებმა, ვერც საკუთარ მოედანზე სძლიეს „დაჩიას" და შეხვედრა 0:1 დათმეს. ამ შეხვედრას მცირე ტრავმების გამო აკლდა ქართველი ლეგიონერი. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მცირე ტრავმა აქვს, ამის გამო მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

 

„სერიოზული არაფერია. მოვირჩინე კიდეც ტრავმა. თითქმის გარკვეული იყო უკვე, რომ თასის ფინალში ჩვენ ვითამაშებდით, ვინაიდან აქ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ მეტოქე. ამიტომ მწვრთნელმა დამასვენა".

 


მაგდა კლდიაშვილი

goli.ge

ნანახია: 929 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!