რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-6
ტურის მატჩში მალხაზ ასათიანის ”ლოკომოტივმა” პირველი გასვლითი ქულა
მოიპოვა. რკინიგზელებმა აღნიშნული ”ცსკასთან” დღევანდელ შეხვედრაში
მოახერხეს, როდესაც 89-ე წუთზე კუზმინმა ანგარიში გაათანაბრა და”ლოკო” ამ
სეზონში მე-4 მარცხისგან იხსნა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა დაცვის ცენტრში და რუსული
პრესისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. championat.ru-მ მახოს 6.0
დაუწერა. აღნიშნულ შეფასებაზე მაღალი სტუმართაგან მხოლოდ 2 ფეხბურთელს
ჰქონდა, ხოლო არმიელთაგან - არცერთს.
”ლოკომოტივს” 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.
championat.ge