ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:19


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » ლაშა სალუქვაძე: `ნაკრებში ვითარება დადებითად შეიცვალა`
04:17
ლაშა სალუქვაძე: `ნაკრებში ვითარება დადებითად შეიცვალა`

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძე უეფას ევროპის ლიგის თამაშისთვის ეზადება, რომელიც დღეს, თბილისის დროით 22:00 დაიწყება. "რუბინის" მეტოქე "ვოლფსბურგია".

 

ლაშა სალუქვაძემ "რუბინთან" ერთად ორჯერ მოიგო რუსეთის პრემიერლიგა, ახლახან - სუპერთასიც. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად იასპარეზა. ყველას გვახსოვს, "რუბინის" მიერ "ბარსელონასთან" მოპოვებული 4 ქულა. ქართველი ფეხბურთელი რომ ერთ-ერთი გამორჩეულია ყაზანურ კლუბში, უდავოა. "ვოლფსბურგთან" მატჩის წინ Goli.ge ლაშა სალუქვაძეს დაუკავშირდა.

 

- ახლახან "რუბინმა" სუპერასიც მიუმატა  ტიტულებს,ქვენ მატი სრულად აატარე. როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრას და მეტოქე "ცეესკას"?

 

- სუპერთასს რაც შეეხება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, რადგან "ცეესკას" ორჯერ შევხვდით ფინალში - ერთხელ რუსეთის თასზე, ერთხელაც სუპერთასზე. ორივეჯერ წავაგეთ... თუმცა, ამჯერად ჩვენ აღმოვჩნდით გამარჯვებულნი.  მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიგე რუსეთში. მთელი ყაზანი გახარებულია, რადგან  თასი ჩავიტანეთ. "ცეესკა" დიდი გუნდია, მათ "უეფას თასი" მოიგეს და ყოველ წელს თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

- ჩემპიონა ლიგაზე "რუბინის" ასპარეზობაც შეაფასეთ. თქვენ პირველად მოგიწიალიგაზე ამაი...

 

- ჩემპიონთა ლიგაზე მე და "რუბინმა" პირველად ვიასპარეზეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. განსაკუთრებულად მახსენდება "ბარსელონასთან" სახლში, ნოუ კამპზე თამაში, როგორც გახსოვთ, ის შეხვედრა მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება მივიღეთ თითოეულმა ფეხბურთელმა, რადგან რთულ გუნდებთან - "ინტერი", კიევის "დინამო" - გვიწევდა თამაში.

 

- რუსეის პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგეთ...

 

- რუსეთის ჩემპიონატის მოგება საკმაოდ რთულია, რადგან დაძაბული ბრძოლაა ჩემპიონობისთვის. ბევრი კარგი გუნდი იღებს მონაწილეობას ჩემპიონატში: "ცეესკა", "სპარტაკი", "ზენიტი", "ლოკომოტივი", "დინამო" - ეს გუნდები ევროპაშიც საუკეთესოებად ითვლებიან. რადგან "რუბინმა" ორჯერ მოიგო ჩემპიონატი, გამოდის, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ.

 

ეროვნულმა ნაკრებმა ახლახან ესტონეთს სძლია ამხანაგურ შეხვედრაში. თქვენ გუნდშიდიდი ხნის პაუზის ემდეგ გამოგიახეს. როგორი ატმოსფერო იყო ნაკრებში და თამაშისშესახებ რას გვეტყვით?

 

- ნაკრებს ნამდვილად დაეტყო უკეთესობისკენ შეცვლა. უფრო დათბა ატმოსფერო. მაგალითად შემიძლია ის ფაქტი მოვიყვანო, როცა ჩამოვდიოდით, გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ბილეთს ჩვენ ავიღებთ და რომელი რეისიც თქვენ გსურთ, იმით ჩამოგიყვანთო. ადრე ასე ნამდვილად არ იყო. ეს  მოქმედებს იმაზე, რომ ვითარება რადიკალურად, დადებითად შეიცვალა.

თამაშს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა. სახიფათო მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ვერ ვიტანდით გოლს. რამდენიმე სიტუაციაში მოვდუნდით კიდეც, რაც შედეგზეც აისახა  - გოლი გაგვიტანეს. მაგრამ კლასით ვაჯობეთ ესტონეთის ნაკრებს და დამსახურებულად მოვიგეთ.

 

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მწვრთნელებთან - ყურბან ბერდიევსა და ემურქეცბაიასთან? რას იტყვით მაზე, როგორც პროფესიონალებზე?

 

- ყურბან ბერდიევი შესანიშნავი მწვრთნელია. მასთან ჩამოვყალიბდი სტაბილურ ფეხბურთელად. უკვე 6 წელია ერთად ვმუშაობთ და ურთიერთობა ისეთი გვაქვს, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს. თემურ ქეცბაია წარმატებული მწვრთნელია, მომთხოვნია და  სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

 

- თქვენს უახლოეს გეგმებში რა შედის?

 

- ჩემი სამომავლო გეგმები პირველ რიგში "რუბინს" უკავშირდება და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, რა თქმა უნდა, თუ მწვრთნელი გამომიძახებს. ვემზადები ჩემპიონატის დაწყებისთვის და "ვოლსბურგთან" შეხვედრისთვის".

 


მირანდა სურმანიძე

www.goli.ge

ნანახია: 853 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!