VS
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32–ე ტურის
მატჩები გაიმართება, ხვალ
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისსში ბორის
პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, თბილისის დინამოსა და
ზესტაფონს შორის.
მატჩი ძალზე დიდ ინტერესს იჩენს. გასულ სამ
მატჩში,
დინამომ ორჯერ მიაღწია გამარჯვებას, ხოლო ზესტაფონმა კი ერთხელ და შეიძლება
ითქვას, რომ ეს არის მატჩი ვერცხლის მედლებისთვის. ასე, რომ ხვალ
საინტერესო და დაძაბულ მატჩს ველოდებით და ქართული ფეხბუთის ქომაგს გთხოვთ,
ხვალ 17.00 საათზე ეროვნულ სტადიონზე მოსვლა არ დაიზაროთ.
მორიგი
საინტერესო მატჩი, გორში ცხინვალის სპარტაკსა და ვიტ–ჯორჯიას შორის შედგება
და უნდა ითქვას, რომ თბილისელებს მეოთხე ადგილი და ევროპის ლიგის საგზური
განაღდებული აქვთ.
სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდი თბილისის
ლოკომოტივს
უმასპინძლებს, ხოლო ბოლნისში კი სიონსა და რუსთავის ოლიმპს შორის
გაიმართება დაპირისპირება და ამ შეხვედრას არანაირი პრინციპულობა გააჩნია,
რადგან ოლიმპს უკვე განაღდებული აქვს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
აქვე
გეტყვით, რომ დღეს ტურის პირველი მატჩი გაიმართა გაგრასა და ბაიასს შორის,
სადაც მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგის შემდეგ, გაგრამ საბოლოოდ
დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას.
მაშ ასე,
ხვალ 17.00 საათიდან დაიწყება ეროვნული ჩემპიონატის 32–ე ტურის მატჩები და
ადევნეთ ქვეყნის ჩემპიონატს Fanebi.com-თან ერთად.
თორნიკე ცირამუა fanebi.com
|