ინგლისის ჩემპიონლიგის 44-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილის ”რედინგი” ერთ-ერთ აუტსაიდერს ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
სტუმრები სპირსმა 48-ე წუთზე დააწინაურა, სიგურსონმა კი 24 წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა. სამწუხაროდ გუნდმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო 10 წუთში 2 გოლი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა და შეხვედრის არბიტრმა 8 ყვითელი ბარათი აჩვენა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ქართველი მცველიც გააფრთხილა.
”რედინგს” 44 ტურის შემდეგ 60 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. მეექვსე ადგილამდე, რომელიც გადათამაშების უფლებას იძლევა, ხიზანიშვილის გუნდს 8 ქულა აშორებს.
გიორგი ლუკიანცევი
championat.ge