1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა
კავშირი დაშლილად გამოაცხადეს და უკრაინული ფეხბურთიც დამოუკიდებლობის გზას
შეუდგა. 1992 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებელი უკრაინის პირველი ჩემპიონატი
დაიწყო. კიევის "დინამოს" ღირსებას აფხაზი ეროვნების თბილისის ,,დინამოს''
ყოფილი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა იცავდა, ხარკოვის "მეტალისტში"'' კი
თბილისში დაბადებული ეთნიკური ოსი გურამ აჯოევი გამოდიოდა, რომელიც
კლუბში 1988 წლიდან ირიცხებოდა . ცვეიბა მომდევნო სეზონშიც იცავდა კლუბის
ღირსებას და ჩემპიონის ტიტულთან ერთად უკაინის თასიც მოიპოვა, უეფას თასზე
კი 1/16 ფინალში ბრიუსელის "ანდერლეხტთან"'' ორი მატჩის ჯამში 2-7 წააგეს.
1993-94 წლების სეზონში შეპეტკოვის "ტემპში"'' ჩაირიცხნენ რუსთავის
"გორდას"'' ყოფილი ფეხბურთელები ტყუპები ტარიელ და ავთანდილ კაპანაძეები,
სოხუმის "ცხუმის"'ფეხბურთელები იური გაბისკირია, გოჩა ჟორჟოლიანი და გიორგი
ჩიხრაძე. ლუგანსკის "ზარია-მალსში"''გამოჩნდა ამავე სკოლის აღზრდილი
მიხეილ ფოცხვერია, ხოლო კიევის "დინამოს"'' მაისური მიხეილ ჯიშკარიანმა
მოირგო და სეზონის ბოლოს ჩემპიონობაც იზეიმა. "ტემპმა" სეზონი მეცხრე
ადგილზე დაასრულა, ფოცხვერიას "ზარია-მალსი" კი მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა.
1994-95 წლების სეზონში უკრაინის ჩემპიონატში სარეკორდო 21 ქართველმა
იასპარეზა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მომხდარა, შეპეტკოვის
"ტემპის"''მაისური ჯამში 41 ფეხბურთელმა მოირგო აქედან 13 ქართველი იყო
კახა ალადაშვილი, გიორგი ბაბუაძე, იური გაბისკირია, პაატა გამცემლიძე,
მამუკა ჯუღელი, ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები, თამაზ პერტია ალექსანდრე
რეხვიაშვილი, მამუკა რუსია, მერაბ თევზაძე, გიორგი ჩიხრაძე, დავით ჭოლაძე,
სეზონის მიწურულს კლუბის მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა,
თუმცა შეპეტოვკელები უმაღლეს ლიგას მაინც გამოეთხოვნენ. ტემპის მიერ
გატანილი 31 გოლიდან კი 22 ქართველებმა ჩაიწერეს თავიანთ ანგარიშზე. რაც
შეეხება დანარჩენებს, მიხეილ ჯიშკარიანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2
შეხვედრა ჩაატარა ორივე "პსჟ"''წინააღმდეგ, ჩემპიონატში კი იშვიათად უწევდა
ასპარეზობა. 1994 წლის 11 ნოემბერი უკრაინული ფეხბურტის ისტორიაში
გამორჩეულია, სწორედ ამ დღეს დონეცკში "შახტიორი"'- კიევის "დინამოს"'
შეხვედრაში კიეველთა შემადგენლობაში დებიუტი ქონდა ანდრეი შევჩენკოს
რომელიც მოედანზე მიხეილ ჯიშკარიანის ნაცვლად შემოვიდა. ერთ დროს იმედის
მომცემი ფორვარდი მიხეილ ფოცხვერია პირველი წრის მერე თანაგუნდელ ჩვენთვის
კარგად ნაცნობ ანდრეი მუხინთან ერთად ( თბილისის ,,მერანი''-1991 ყოფილი
ფეხბურთელი) ზაპოროჟიეს "მეტალურგში"''აღმოჩნდა და ჩემპიონატის რვა
შეხვედრაში ცხრა გოლიც გატანაც მოახერხა.
1995-96 წლების სეზონში
მიხეილ ფოცხვერიამ წარმატებული თამაშის მერე დონეცკის "შახტიორში"''ამოყო
თავი, შუალედში კი ბრემენის "ვერდერის"' სათადარიგო გუნდშიც მოასწრო
ასპარეზობა, ასევე "შახტიორში"' გადაბარგდა თბილისის "ამერის"' ექს თავკაცი
გიორგი ჩიხრაძე რომელიც მალევე დამკვიდრდა კლუბის ძირითადში. ძმები
კაპანაძეები ტერნოპოლის "ნივაში"'' აღმოჩნდნენ სადაც 6 სეზონი ითამაშეს და
არაერთხელ გაახარეს გულშემატკივარი, ხოლო ლუგანსკის "ზარია-მალსი"'
რომელშიც სამი ჩვენებური თემურ დიმიტრიშვილი, გელა კვიტატიანი და მამუკა
ჯუღელი ირიცხებოდა ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონი
ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, ფოცხვერიას და
ჩიხრაძის "შახტიორმა"' ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, უკრაინის თასის
ფინალში კი დნეპროპეტროვკის "დნეპრი"' დაამრცხა რომელშიც ძმები გიორგი და
ვალერი კილასონიები გამოდიოდნენ, საბოლოოდ "დნეპრმა"' სეზონი მეოთხე
ადგილზე დაასრულა და უეფას თასის საგზურსაც დაეუფლა. 1997-98 წლების
სეზონიც წარმატებული გამოდგა ჩვენი ფეხბურთელებისთვის, "შახტიორი"'
რომელშიც ერთადერთი ქართველიღა ირიცხებოდა მიხეილ ფოცხვერიას სახით
ჩემპიონობაში ეცილებოდა უკრაინის ყველა დროის საუკეთესო კლუბს კიევის
"დინამოს"' რომლის ღირსებასაც უკვე კახა კალაძე იცავდა, საბოლოოდ
დონეცკელები ისევე როგორც წინა სეზონში ამჯერადაც მეორე ადგილზე
აღმოჩნდნენ. კიევის "დინამომ" დუბლი შეასრულა, უკრაინის თასის ფინალში
ვიტალი დარასელიას კიევის "ცსკა"' დაამარცხა, რაც შეეხება კილასონიების
"დნეპრს"' უეფას თასზე ადვილად გადალახეს პირველი ეტაპი, მეორე ეტაპზე კი
ვლადიკავკაზის "ალანიას"' გადაეყარნენ, პირველი მატჩი ვლადიკავკაზში
ჩატარდა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, გამარჯვების გოლი მიხეილ
აშვეთიამ გაიტანა, განმეორებით შეხვედრაში კი სტუმრებმა მასპინძლებს შავი
დღე აყარეს მეტოქე 4-1 დაამარცხეს, მასპინძელთა კარში სამი ქართული გოლიც
ვიხილეთ, გიორგი გახოკიძემ დუბლი შეასრულა, წერტილი კი მატჩს ლევან
კობიაშვილმა დაუსვა. სხვათაშორის ქართველების გარდა იმ მატჩებში
მონაწილეობა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბახვა თედეევმა, ახრიკ ცვეიბამ და
ზაურ ხაპოვმაც მიიღეს. სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა ტერნოპოლის
"ნივამ", ავთანდილ კაპანაძემ 28 შეხვედრაში 15 ჯერ აიღო მეტოქია კარი, ხოლო
ტარიელ კაპანაძემ 27 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
1998-99 წლების
სეზონი კიევის "დინამოსთვის" ბოლო ორ ათწლეულში ერთერთი საუკეთესო იყო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი წარმატებით გადალახეს, 1/4 მადრიდის
"რეალი"' დაამარცეს, ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნს"' გადაეყარნენ
კიევური შეხვედრა 3-3 დასრულდა, არადა მასპინძლები შეხვედრის დასრულებამდე
15 წუთით ადრე 3-1 იგებდნენ, მიუნხენში ბევრს კი ეცადნენ სტუმრები მაგრამ
გერმანელებმა მოახერხეს მაინც და ფინალში გავიდნენ. უკრაინაში კი როგორც
მოსალოდნელი იყო დუბლი შეასრულეს. რაც შეეხება სხვა ქართველებს, კიევის
"ცსკა"' რომელშიც ვიტალი დარასელია ასპარეზობდა თასების თასის 1/16 ფინალში
ზაზა ჯანაშიას მოსკოვის "ლოკომოტივს"' გადაეყარა და საბოლოოდ ორი მატჩის
ჯამში 5-1 დამარცხდა, ჯანაშიამ ორივე შეხვედრაში გატანილი გოლით გამოიჩინა
თავი. ვიტალი კი ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა. მეორე ეტაპზევე
დაასრულა ასპარეზობა უეფას თასზე მიხეილ ფოცხვერიას "შახტიორმა", მეორე
წრეში კი "შახტიორიდან"' დნეპროპეტროვსკში გადაბარგდა. ტერნოპოლის
"ნივაში"' კი ქართული დესანტი გამოჩნდა, თუ წინა სეზონში კლუბს მხოლოდ
ტყუპი კაპანაძეები და ავთანდილ სიხარულიძე იცავდა ამჯერად მათ რიგებს
ავთანდილ გვიანიძე, კახაბერ დგებუაძე, ალექსანდრე კაიდარაშვილი, შალვა
ხუჯაძე და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გიორგი დავითნიძე შეემატა,
საბოლოოდ "ნივამ"'მეცამეტე ადგილი დაიკავა, ავთანდილ კაპანაძემ 9 გოლი
გაიტანა 28 შეხვედრაში, ამდენივე შეხვედრა ჩაატარა მისმა ძმა და 4 -ჯერ
აიღო მეტოქის კარი, 2-2 გოლი გაიტანეს ასევე გვიანიძემ და კაიდარაშვილმა.
1999-00
წლების სეზონის შესვენებისას კიევის "დინამომ"' ვლადიკავკაზის
"ალანიადან"' საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე
შეიძინა, რომელსაც ანდრეი შევჩენკოს შემცვლელად მოიაზრებდნენ, დემეს
დებიუტი კიეველთა შემდგენლობაში მადრიდში "რეალის"' წინააღმდეგ შედგა,
კიეველები საბოლოო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ, ბოლო
შეხვედრაში კი რომელიც მათთვის აღარაფერს წყვეტდა მიუნხენის "ბაიერნი"' 2-0
დაამარცეს იმ შეხვედრაში ორივე ჩვენებურმა კალაძემ და დემეტრაძემ გატანილი
გოლებით გამოიჩინეს თავი. შინაურ ასპარეზზე ჩემპიონატი წაუგებლად განვლეს,
თასის ფინალში კი კრივოი როგის "კრივბასი"' (რომელშიც ალექსანდრე
კაიდარშვილი ასპარეზობდა) 1-0 დაამარცხეს.
ქართველებით
დახუნძლულმა ტერნოპოლის "ნივამ"' კი ბოლო ტურებში გადაჭრა ჩემპიონატში
დარჩენა არ დარჩენის საკითხი და საბოლოოდ სეზონი მეცამეტე ადგილზე
დაასრულა, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა უბერებელმა ავთანდილ კაპანაძემ კი
ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 12 -ჯერ აიღო მეტოქია კარი. მომდევნო სეზონში
კიევის "დინამომ"' სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოახერხა ჩემპიონთა
ლიგის მესამე ეტაპზე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას"' დამარცხება (რომელმაც
მანამდე ქუთაისის "ტორპედო"' გამოთიშა ასპარეზობას) და ლიგის ჯგუფურ
ტურნირზე მეტოქეებად "მანჩესტერ"'იუნაიტედი, "პსვ" ეინდჰოვენი და ბრიუსელის
"ანდერლეხტი"' ერგო. 2000 წლის 26 სექტემბერს საკუთარ დაბადებისღეზე
გიორგი დემეტრაძემ ბრიუსელის "ანდერლეხტან"'შეხვედრაში დუბლი შეასრულა,
ამის შემდეგ მცირე ჩავარდნა დაეწყო და ლობანოვსკი ხშირად ძირითადშიც აღარ
აყენებდა. ზამთრის პაუზისას კიეველებმა კახა კალაძე "მილანში" 16 მილიონ
დოლარად გაასხვისეს, ხოლო გიორგი დემეტრაძე 5 მილიონ დოლარად
სანსებასტიანის რეალ "სოსიედადში"' აღმოჩნდა. ( სანსებასტიანელებს მანამდე
ამხელა ფული ფეხბურთელში არასდროს გადაეხადათ) ქართველების "ნივას" ამჯერად
ვეღარც უბერებელმა კაპანაძეებმა და ვეღარც კლუბის სხვა ქართველმა და
არაქართველმა ფეხბურთელებმა უშველეს და ჩემპიონატში საბოლოოდ 9 ქულით
უკანასკნელ საფეხურზე დამკვიდრდნენ, სეზონის შუალედში თბილისის
"ლოკომოტივში" წამოვიდა ალექსანდრე კაიდარაშვილი. ერთდროს იმედის მომცემი
ლუგანსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი 25 წლის ფორვარდი მიხეილ ფოცხვერია
შემოდგომაზე დნეპროპეტროვსკიდან თბილისში წამოვიდა, და "მერანი" -1991 -ში
თითებზე ჩამოსათვლელი თამაშების მერე ტრავმებითა და მრავალი სხვადასხვა
პრობლემებით დატანჯული ფეხბურთელი მწვანე მინდორზე აღარც გასულა. ამავე
სეზონში სიმფეროპოლის "ტავრიაში" პირველად გამოჩნდა ვასილ გიგიაძე და
ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლის გატანაც მოახერხა,
"ტავრიაში" გიგიაძის გარდა გოჩა ტრაპაიძე და ჩვენთვის კარგად ნაცნობი
ბათუმის "დინამოს"' ნიგერიელი ექს ფორვარდი უჩე უვაკვეც გამოდიოდნენ,
სეზონი კი "ტავრიამ" მეშვიდე ადგილზე დაასრულა. 2001-02 წლების სეზონში
ზაპოროჟიეს "მეტალურგში" პირველად გამოჩნდა ირაკლი მოდებაძე რომელმაც
ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 3 გოლის გატანაც მოახერხა, კიევის "არსენალში"
ასპარეზობდა ლავრენტი მიქაძე, ხოლო სომფეროპოლის "ტავრიაში" გიგიაძეს და
ტრაპაიძეს შოთა ჩომახიძეც შეუერთდა. მომდევნო სეზონში ქართველი
ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდა, რუსეთიდან კრივოი როგის "კრივბასში"'
გადაბარგდა ზურაბ ფოფხაძე, რომელსაც ვლადიმერ გუცაევის დროს ეროვნულ
ნაკრებშიც უთამაშია, ბათუმის "დინამოდან"' კიევის "არსენალში" გადავიდა
შალვა აფხაზავა რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა და საბოლოოდ 26
შეხვედრაში 14 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულეს.
შვეიცარიიდან დონეცკის "მეტალურგს" მიაშურა ეროვნული ნაკრების ერთერთმა
წამყვანმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა, მეორე წრეში ჯამარას გიორგი
დემეტრაძეც შეუერთდა, სეზონი ორივემ ბრწყინვალედ ჩაატარა და საბოლოოდ
ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, მანამდე კი უეფას თასის 1/64 ფინალში
"მეტალურგი" ბრემენის ვერდერს გადაეყარა, პირველი შეხვედრა დონეცკში 2-2
დასრულდა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ბრემენელმა მუსიკოსებმა სტუმრები
ასტრონომიოული ანგარიშით 8-0 დაამარცხეს. წარმატებული სეზონი გამოუვიდა
ვასილ გიგიაძეს რომელცამ 27 შეხვედრაში 10 ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის
კარი, სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულეს, ხოლო გიგიაძე სეზონის ბოლოს
ელისტის "ურალანში"' გადაბარგდა. ზაპოროჟიეს "მეტალურგი"' ჩემპიონატში 15
ადგილზე გავიდა, ირაკლი მოდებაძემ 21 შეხვედრაში 3 ჯერ გამოიჩინა თავი,
ამას გარდა უეფას თასის ორ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა ორივეჯერ
ინგლისის "ლიდს" იუნაიტედის წინააღმდეგ და ზაპორიჟიეში ჩატარებულ
შეხვედრაში გოლიც გაიტანა, საბოლოოდ ორი შეხვედრის ჯამში ინგლისელებმა 2-1
მოიგეს დაშემდეგ ეტაპზეც გავიდნენ. 2003-04 წლების სეზონში გიორგი
დემეტრაძემ კარიერის განმავლობაში ერთერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა,
გაიტანა რა 18 გოლი და უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის
ტიტულსაც დაეუფლა.
მანამდე
ეს ტიტული ორჯერ მოიგო საქართველოში და რუსეთში ასპარეზობისას, კლუბის
ძირითადში რეგულარულად თამაშობდა ასევე გოჩა ჯამარაული, უეფას თასის პირველ
ეტაპზე კი იტალიური "პარმას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და ნაადრევად
გამოეთიშნენ ასპარეზობას. ამავე სეზონში სემფეროპოლის "ტავრიაში"' გამოჩნდა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთეო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე და
მისივე თანაგუნდელი მეკარე გრიგოლ ჭანტურია, თბილისის "თბილისიდან"'
შეუერთდა გია იმედაძე, უნგრეთიდან კახა ჩხეტიანი და მისი ძმა ზვიად
ჩხეტიანი, სიმფეროპოლელებმა საბოლოოდ მოახერხეს და ლიგაში ადგილი
შეინარჩუნეს. კიევის "არსენალში" გამოჩნდა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი
ფეხბურთელი გელა შეყილაძე. ხოლო კლუბის მეორე ქართველი ფეხბურთელი შალვა
აფხაზავა ჩვენდა სამწუხაროდ კლუბის ერთერთი ვარჯიშის დროს გულის შეტევით
გარდაიცვალა. 2004-05 წლების სეზონში ელისტიდან სიმფეროპოლში დაბრუნდა
ვასილ გიგიაძე, წრეებს შორის შესვენებისას სიმფეროპოლიდან
"ზაკარპატიეში"'' გადავიდა მეკარე გრიგოლ ჭანტურია, ხოლო ზურაბ იონანიძე და
კახა ჩხეტიანი სამშობლოში დაბრუნდნენ. სეზონის დასაწყისში დონეცკის
"მეტალურგში"' გადასულმა გიორგი გახოკიძემ ისევ ჰოლანდიას მიაშურა, გოჩა
ჯამარაული თბილისის "დინამოს"' დაუბრუნდა. დემემ კი ისე ვეღარ იფრინა
როგორც წინა სეზონში და საბოლოოდ 24 შეხვედრაში მხოლოდ 4 ჯერ გამოიჩინა
თავი, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დონეცკის "მეტალურგი"
რომის ლაციოს დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 3-0
წააგო.. 2005-06 წლების სეზონში უკრაინაში ქართველი ფეხბურთელების ახალი
ნაკადი გამოჩნდა, ვლადიკავკაზის "ალანიას"' მიერ ტრანსფერზე დაყენებული
ჯაბა კანკავა კიევის "არსენალში" აღმოჩნდა ხოლო დავით კვირკველია
ზაპოროჟიეს "მეტალურგში", თბილისის დინამოდან ოდესის "ჩერნომორეცს" მიაშურა
ილია კანდელაკმა, მეორე წრეში ოდესელებს მახაჩყალის "ანჟიდან" კახაბერ
მჟავანაძეც შეუერთდა, სიმფეროპოლის "ტავრიადან" ,,კრივბასს" მიაშურა ვასილ
გიგიაძემ და საბოლოოდ რის ვაივაგლახით შეინარჩუნეს ლიგაში ადგილი, ვასომ
კი ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
სეზონის
დასაწყისში დონეცკის "მეტალურგში" გადაბარგებული ლევან ცქიტიშვილი სამი
ჩატარებული მატჩის შემდეგ ისევ ბუნდესლიგას დაუბრუნდა, გიორგი დემეტრაძემ
კი ვლადიკავკაზის "ალანიას" მიაშურა, ახლადგადმობარგებული ალჩევსკის
"სტალის" ღირსებას ახალგაზრული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი
ციმაკურიძე იცავდა, ხარკოვის "მეტალისტში" თავის მეორე სეზონი ჩაატარა ლაშა
ჯაკობიამ. კიევის "დინამოში" კი თბილისის "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი ოთარ
მარცვალაძე გამოჩნდა მალევე მას თბილისის "დინამოს"'ნახევარმცველი კახა
ალადაშვილი შეუერთდა რომელიც მხოლოდ დუბლებში თამაშით დააკმაყოფილეს.
ოთარმა კი სეზონი უკრაინის თასის მოგებით დაასრულა, ფინალში დავით
კვირკველიას და ირაკლი მოდებაძის "მეტალურგი"' 1-0 დაამარცხეს. 2006-07
წლების სეზონში, კიევის "დინამოში". ალადაშვილს და მარცვალაძეს დავით
იმედაშვილიც შეუერთდა, საბოლოოდ ისე მოხდრა რომ სამივე ჩვენებური მყარად
დამკვიდრდდა დუბლშემადგენლობაში, ალადაშვილმა ნახევარი სეზონი
დნეპროპეტროვსკში გაატარა. ოდესის "ჩერნომორეცში" გადაბარგდა გიორგი
შაშიაშვილი, კიევის არსენალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ
დნეპროპეტროვსკს მიაშურა ჯაბა კანკავამ, საბოლოოდ "დნეპრმა" მეოთხე ადგილი
დაიკავა რაც საკმარისი აღმოჩნდა უეფას თასის საგზურისთვის, ირაკლი
მოდებაძის და დავით კვირკველიას ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" ჩემპიონატი
მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
გიორგი
დემეტრაძემ, უკრაინაში ასპრეზობისას თავისი ერთერთი უღიმღამო სეზონი
ჩაატარა, საბოლოოდ მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი
გაიტანა, თავი ვერც წრეებს შორის მოსკოვის ,,ლოკომოტივიდან'' ლუგანსკის
"ზარიაში" გადასულმა გიორგი ჭელიძემ გამოიჩინა 13 შეხვედრა 1 გოლი. ვასილ
გიგიაძე რომელიც კრივოი როგის "კრივბასის" შემადგენლობაში გამოდიოდა ძალიან
ახლოს იყო მიზანთან უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო
თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლეგ ტარანი ჩვენებურს ბოლოს მოედანზე
გასვლის შანსს აღარ აძლევდა და საბოლოოდ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს
ხარკოველ ალექსანდრ გლადკის 2 ბურთით ჩამორჩა, კრივოი როგელთა
შემადგენლობაში კიდევ ერთი ჩვენებური გამოდიოდა ვლადიმერ ბურდულის სახით
რომელმაც ჩემპიონატის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ სეზონი
"კრივბასმა" მეათე ადგილზე დაასრულა. გიორგი ციმაკურიძემ გასავარდნად
განწირული ალჩევსკის "სტალიდან"' მარიუპოლის ,,ილიჩევეცს'მიაშურა თუმცა
ერთიც და მეორეც ვიშა ლიგას გამოეთხოვნენ. 2007-08 წლების სეზონში დემემ
ახალი კლუბი გამონახა კიევის "არსენალის" სახით თუმცა ეს ის დემე აღარ იყო
რომლისგანაც გულშემატკივრები მიჩვეულნი იყვნენ გოლის გატანას, "არსენალმა"
საბოლოოდ სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა დემემ კი 18 შეხვედრაში 3 -ჯერ
აიღი მეტოქის კარი. ვერც სიმფეროპოლიდან ახტირკის "ნეფტიანიკში" გადასულმა
ვასილ გიგიაძემ გამოიჩინა თავი 13 შეხვედრა და არცერთი გოლი, პირველი წრის
მერე კლუბის დატოვება და ნახევარი სეზონის უქმად ყოფნაც მოუწია. ზაპორიჟიეს
"მეტალურგის" ერთერთი ლიდერი დავით კვირკველია სეზონის მსვლელობისას
ყაზანის "რუბინში"'გადაბარგდა, ბოლო ადგილზე დაასრულა სეზონი უჟგოროდის
"ზაკარპატიემ" ოთარ მარცვალაძემ 17 შეხვედრაში ერთხელ აიღო მეტოქის კარი,
კახა ალადაშვილმა წრეებს შორის შესვენებისას "ხარკოვს" მიაშურა, ლვოვის
"კარპატში" გამოჩნდა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლომაია, დებიუტი
კიევში "დინამოსთან" შეხვედრაში ქონდა, შეცვლაზე შემოსულმა საკუთარ კარში 4
ბურთი მიიღო და კლუბის დატოვებაც მოუხდა, ვლადიმერ ბურდულის და გიორგი
ციმაკურიძეს ლუგანსკის "ზარია" ჩემპიონატში 11 ადგილზე გავიდა, ჯაბა
კანკავას "დნეპრი" მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, ჯაბა კი კლუბი ერთერთი
წამყვანი ფეხბურთელი გახდა. რაც შეეხება ლაშა ჯაკობიას მისი თამაშით
უკმაყოფილი ხარკოვის ,,მეტალისტმა'( მხოლოდ 4 მატჩი პირველ წრეში)
პოლტავის "ვორსკლაში"'გაანათხოვრა, იქიდან კი ისე წამოვიდა მოედანზე
საერთოდ არ გასულა, გასულ სეზონი შეიძლება ითქვას რო წარმატებული მხოლოდ
2-3 ჩვენებურისთვის აღმოჩნდა, საფრანგეთის მეხუთე ლიგიდან ლვოვის
"კარპატში" გადავიდა სანდრო გურული, ლუგანსკის "ზარიას" ძირითადში
დამკვიდრდა მცველი გიორგი ციმაკურიძე, რაც შეეხებათ დანარჩენებს, ჯაბა
კანკავამ ტრავმა მიიღო და დღემდე მკურნალობს, სანდრო კობახიძე მოედანზე
ერთი წუთიაც არ გამოჩენილა, ზესტაფონიდან ხმაურიანი ტრანსფერით წასული ბექა
გოცირიე მხოლოდ სამჯერ ვიხილეთ მინდორზე.
კიევის
"დინამოში" გადასულმა მალხაზ ასათიანმა უკრაინის ჩემპიონის ტიტული მოიგო,
ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში
კიეველებმა მესამე ადგილი დაიკავეს და უეფას თასზე გადაერთვნენ აქ კი
ნახევარფინალში გავიდნენ და საბოლოოდ დონეცკის "შახტიორთან" ორი მატჩის
ჯამში 3-2 წააგეს, ასკამ კი ევროთასებზე 10 შეხვედრა ჩაატარა. ლაშა ჯაკობია
ხარკოვის "მეტალისტიდან" კიევის "არსენალში" გადაბარგდა თუმცა არც იქ
მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები. ოდესის "ჩერნომორეცში" უკვე მერამდენედ
მისული კახა მჟავანაძე პირველი წრის მერე მოლდოვაში გაემგზავრა სათამაშოდ,
ცხრილის შუაში დამკვიდრდა ვასილ გიგიაძის და ლადო ბურდულის "ტავრია" ეს
უკანასკნელი მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე,
წლევანდელ სეზონში კრივოი როგის "კრივბასში" ჩაირიცხა სანდრო კობახიძე და
ბოლო თამაშებში კლუბის ძირითადშიც დამკვიდრდა, მართალია ძველებური
შედეგიანობით ვეღარ გამოირჩევა ვასილ გიგიაძე მაგრამ ხან შეცვლაზე ხან
ძირითადში რეგულარულად თამაშობს.
გასულ
სეზონთან შედარებით წელს ისე ხშირად ვეღარ ხვდება კლუბის ძირითადში სანდრო
გურული, ორ წლიანი პაუზის შემდეგ ზაპოროჟიეს "მეტალურგს" დაუბრუნდა ირაკლი
მოდებაძე, ხარკოვის "მეტალისტში" გადასული ახალგაზრდა ფორვარდი ვახტანგ
ფანცხავა კლუბიდან ისე წამოვიდა მხოლოდ ერთხელ მიეცა მოედანზზე გასვლის
შანსი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დიდი ხანია მოედანზე
აღარ გამოჩენილა ლაშა ჯაკობია, წრეებს შორის შესვენებისას უკრაინაში კიდევ
ორი ჩვენებური გამოჩნდა. გიორგი გაბედავას და უჩა ლობჟანიძეს სახით, იმედია
ორივე მათგანი კიდევ უფრო უკეთე ათამაშდება.
10
ქართველი ფეხბურთელი რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული
უკრაინის უმაღლეს ლიგაში
1-ვასილ
გიგიაძე 208 შეხვედრა და 57 გატანილი გოლი (ტავრია, კრივბასი, ნეფტიანიკი)
2-ტარიელ
კაპანაძე 204-36 (ტემპი, ნივა)
3-ავთანდილ
კაპანაძე 189-57 (ტემპი, ნივა)
4-გიროგი
დემეტრაძე 130-52 (დინამო, მეტალურგი დ, არსენალი
5-მიხეილ
ფოცხვერია 126-40 (ზარია, მეტალურგი ზ, შახტიორი, დნეპრი)
6-ირაკლი
მოდებაძე 93-17 (მეტალურგი ზ, ჩერნამორეცი)
7-გიორგი
ჩიხრაძე 93-3 (ტემპი,შახტიორი)
8-ლაშა
ჯაკობია 78-14 (მეტალისტი, არსენალი)
9-გიორგი
ციმაკურიძე 77-5 (სტალი, ილიჩევიცი, ზარია)
10-კახა
კალაძე 72-6 (კიევის დინამო)
პ.ს
ყველაზე ცუდად უკრაინული ლიგა საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ
კიპერს, გიორგი ლომაიას დაამახსოვრდა. მხოლოდ ერთი ჩატარებული შეხვედრა
ლვოვის ”კარპატის” რიგებში და 4 გაშვებული გოლი
დავით ჭინჭარაულიchampionat.ge
|