რუსული გამოცემა სპორტ-ექსპრესის ცნობით,ჰაიფას ''მაკაბი'' ,რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი ლადო დვალიშვილი იცავს,ამხანაგურ მატჩში რუსეთის პრემიერლიგაში ახლახანს აღზევებულ ''ალანიას'' დაუპირისპირდა.მოგეხსენებათ ეს ის ''ალანიაა'',რომელიც ერთ დროს ქართველი ფეხბურთელებით იყო დახუნძლული. რუსულ-ებრაული სპარინგი, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.მატჩის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე კალიბატიმ გაიტანა. დვალიშვილს რაც შეეხება ,მან აღნიშნული მატჩი სრულად ჩაატარა. ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგამ'',რომლის რიგებშიც ორი ქართველი ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე ირიცხება ,ესპანურ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.შეხვედრა სასტუმრო ''La Cala''-ს საფეხბურთო მოედანზე გაიმართა. ნიჟნინოვგოროდელთა მეტოქე ესპანური ''მარბელია'' იყო.მატჩი ''ვოლგას'' გამარჯვებით 1-0 დასრულდა.ერთადერთი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში კოჟანოვმა გაიტანა. ქართველ ლეგიონერებს რაც შეეხება ,მარცვალაძეც და საჯაიაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ,თუმცა ოთარი შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვალეს. გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩების პარალელურად ინგლისის ჩემპიონშიფში გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" საკუთარ მოედანზე "დერბის" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. ზურა მოედანზე მხოლოდ 84–ე წუთზე გამოჩნდა, როცა გრიფინი შეცვალა, რაც იშვიათი შემთხვევაა, რადგან ქართველი მცველი ინგლისურ კლუბში გადასვლის დღიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. აქვე გეტყვით, რომ "რედინგი", რომელიც ცოტა ხნის წინ გავარდნის კანდიდატად ითვლებოდა, შესაშურ ფორმაშია და არა თუ დაქვეითება აიცილა თავიდან, ფლეი–ოფის ზონას დაკარგული ქულების მიხედვით მხოლოდ 7–ღა აშორებს, რაც მიუღწეველი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.
დაკოპირებულია აქედან: http://fanebi.com/article/georgia/9446/#ixzz0htWbZGIA
|