დღეს გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩები.მახაჩყალის ''ანჟიმ'', რომლის ღირსებასაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი იცავს, ნალჩიკის ''სპარტაკს'' უმასპინძლა. მოგეხსენებათ,რომ ნალჩიკელთა რიგებში ქართული ტრიო გოგუა, სირაძე და ამისულაშვილის შემადგენლობით ასპარეზობს.
კავკასიური დერბი ფრედ 0-0 დასრულდა.
სტუმართა რიგებში ქართველთაგან სამივე ფეხბურთელმა იასპარეზა. გოგიტა გოგუამ და ალეკო ამისულაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო სირაძე, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ 81-ე წუთზე ეტჩინით შეცვალეს.
''ანჟის'' რაც შეეხება, დაღესტნელთა სასტარტოშიც ასევე სამი ქართველი გახლადათ: არზიანი, ხოჯავა და ბარაბაძე.ეს უკანასკნელი პირველი ნახევრის შემდეგ გოლენდამ შეცვალა.
ყველაზე სამწუხაროა, რომ ანჟის კარს აღნიშნულ მატჩში ილია აბაევი იცავდა და არა ქართველი ნუკრი რევიშვილი.დავიტოვოთ იმედი, რომ ანჟის თავკაცი ომარ თეთრაძე შემდეგ ტურებში მაინც მისცემს ნუკრის თავის გამოჩენის საშუალებას.