ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 09:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » კოკაია ეროვნულის ვიპ-ლოჟაში არ შეუშვეს
18:13
კოკაია ეროვნულის ვიპ-ლოჟაში არ შეუშვეს
http://www.goli.ge/thumbs/105_1227_595429.jpg

არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ხალხი, ის ადამიანები, რომელთა მხრებზეც წლების განმავლობაში გადადის ჩვენი ფეხბურთის ავ-კარგი, ყოველთვის დაფასებას იმსახურებენ. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ნამდვილად არ გვყავს ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული და თანაც, ფინანსურად მძლავრი იმდენი ადამიანი, რომ რომელიმე მათგანის მიმართ მიყენებული წყენა ყველამ ერთად არ მივიჩნიოთ საკუთარ ტკივილად.


არაერთხელ დაგვიწერია იმის შესახებაც, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან გასყაოფი არაფერი უნდა ჰქონდეთ. პირიქით. ისინი ერთად ემსახურებიან იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ფეხბურთის კეთილდღეობა ჰქვია. ბუნებრივია, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს წინასწარ განზრახული ხასიათი. ბოლოს და ბოლოს, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანი ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდეს. თუ ასე არ იქნება, არც არაფერი გამოვა და პროგრესს ნამდვილად ვერ მივაღწევთ.


რატომ დაგვჭირდა ამხელა შესავალი? იმიტომ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. კერძოდ, ეროვნული
სტადიონის ვიპ-ლოჟაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხელმძღვანელობა, კერძოდ კი კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია არ
შეუშვეს. როგორც გავარკვიეთ, ამ შემთხვევაში ეროვნული სტადიონის დირექცია არაფერ შუაშია. ასეთი გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ხელმძღვანელობამ მიიღო. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ვიპ-ლოჟაში კი არა, იმავე სექტორში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილიდან ცოტა ქვემოთ იჯდა.


ამასთან დაკავშირებით კომენტარისთვის მივმართეთ ორივე კლუბის წარმომადგენლებს. ჯერ მოვუსმინოთ საფეხბურთო კლუბ
”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს:
”ილია კოკაია კლუბის დირექტორატის წევრებთან ერთად მივიდა სტადიონზე. მასპინძელმა მხარემ განაცხადა, რომ ვიპ-ლოჟაში ადგილები არ არისო. მინდა ვთქვა, რომ სტადიონის დირექცია არაფერ შუაშია. როგორც წესი, სტუმართა გუნდისთვის ადგილები ყოველთვის გამოყოფილია. ილია კოკაია და მისი თანმხლები პირები ვიპ-ლოჟაში არ შეუშვეს. არ ვიცი როგორ ავხსნა ეს ფაქტი~.
რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია. კლუბის პრეზიდენტი იმის კლუბის პრეზიდენტია, რომ თამაშს თვალი ლოჟიდან უნდა ადევნოს.
აი, რას ამბობს თბილისის ”დინამოს” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გვენცაძე:
”იმის მიუხედავად, რომ სტუმართა მხარემ ვიპ-ლოჟაში მოსათავსებელ წარმომადგენელთა სია არ წარმოადგინა, ისინი მაინც იყვნენ ლოჟაში. ეს ის ადგილებია, სადაც მოწვეული სტუმრები არიან და ბილეთები არ იყიდება. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ხოლმე ზესტაფონში, სადაც ”დინამოს” დირექტორატის წევრებს ადგილს მიუჩენენ ხოლმე ლოჟაში. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც გასახდელების მხარეს, ანუ სათადარიგოთა სკამის უკანა მხარეს მსხდარან ”დინამოს” ხელმძღვანელები”.


ამ სტრიქონის ავტორს ”ზესტაფონის” სულ რამდენიმე საშინაო მატჩი თუ მექნება გაცდენილი და ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც სტუმრებს დისკომფორტი შეჰქმნოდათ.
ძალიან ცუდია, როდესაც კლუბებს შორის ურთიერთობა იძაბება. ჩემი აზრით, ხალხი, ვისაც მენეჯმენტის განხორციელება ევალება, ამ ურთიერთობას მეტად უნდა უფრთხილდებოდეს. და მაინც, იმედს ვიტოვებთ, რომ ორ წამყვან ქართულ გუნდს შორის ურთიერთობა მოგვარდება და ყველაფერი ცივილიზირებულ კალაპოტში გადავა. ეს ისევ და ისევ ქართული ფეხბურთის
ინტერესებისთვისაა აუცილებელი.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
ნანახია: 910 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!