ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 10:05


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 8 » კლიმიაშვილი: "ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია"
23:32
კლიმიაშვილი: "ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია"
http://s50.radikal.ru/i129/0911/a9/90153ab74392.jpg


3 მარტს გამართულ მატჩში, საქართველოსა და ესტონეთის U21 ნაკრებებს შორის, რომელიც ქართველი ახალგაზრდების, უპირობო გამარჯვებით დასრულდა, ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ირაკლი კლიმიაშვილი იყო. ქართველი ახალგაზდრა, ორი თვის განმავლობაში უკრაინულ "ჩერნომორეცთან" ერთად ვარჯიშობდა და კონტრაქტის გაფორმებაც იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდა და ირაკლი "ვიტ ჯორჯიას" დაუბრუნდა.

- კარგად ვითამაშეთ, მწვრთნელის მიერ მოცემული დავალებები შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. ნაკრებში საბრძოლო განწყობა იყო, რევანშის სურვილი გვქონდა და ძალიან გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. გულშემატკივარიც  დაგვეხმარა. ესტონეთში გულდასაწყვეტი თამაში წავაგეთ და გვინდოდა ჩვენი რეალური ძალა გვეჩვენებინა.

- უპირატესობა დიდი გქონდათ, მაგრამ მატჩის ბედი მაინც ბოლო წუთებზე გადაწყდა...

- მოედანი უკეთესი რომ ყოფილიყო უფრო დამაჯერებლად მოვიგებდით. მაგრამ, არაუშავს, მთავარია რომ სამი ქულა ავიღეთ. თან რამდენიმე მოთამაშეც გვაკლდა. ესტონელები კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ, სახიფათო გუნდია. ფიზიკურადაც ძლიერები არიან. კარგი ნაკრები დავამარცხეთ.

- ესტონეთთან მოგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი რამდენად დიდი გვაქვს?

- აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკრებს წარმატება ჰქონდეს. ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. გუნდში კარგი განწყობაა. ოთარ გაბელიამ გუნდი შეკრა და საბრძოლველად მომართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შვეიცარია პირველ ადგილზე მყარად დგას, მეორე ადგილისთვის საქართველო, თურქეთი და ესტონეთი იბრძოლებენ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სომხეთის ნაკრები.

ჩვენ ვნახეთ მათი მატჩის ჩანაწერი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ირლანდიას, რომ ორივე მატჩი მოუგეს ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. ახლა კიდევ უფრო მეტად გვწყდება გული დაკარგულ ქულებზე. იგივე ირლანდიასთან უფრო მეტი ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ რას ვიზამთ. არადა,  მართლა კარგი ნაკრები გვყავს. თავისუფლად შეგვეძლო პირველი ადგილისთვისაც გვებრძოლა.

- ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი, ეს ალბათ, „ჩერნომორეცთან" ერთად მომზადებამაც განაპირობა?

- „ჩერნომორეცთან" ერთად ორი თვე ვიყავი, ორი შეკრება გავიარე და საკონტროლო მატჩებიც ვითამაშე. კარგ ფორმაში ვარ, თუმცა ჩემთავზე ბევრი ლაპრაკი არ მინდა. გამარჯვება მთელმა ნაკრებმა მოიპვა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

- „ჩერნომორეცთან" კონტრაკტის გაფორმება რატომ არ მოხერხდა?

- ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კონტრაკტი აღარ გაფორმდა. ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მსურს. ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ, ყველაფერი წინ მაქვს. საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად შემზადებული მყავდა იმისთვის თუ კონტრაკტი არ გაფორმდებოდა რა უნდა მექნა. ამიტომ  ამ ამბავს გარკვეულწილად მომზადებული შევხვდი...

- სეზონის ბოლომდე „ვიტ-ჯორჯიაში" დარჩები?

- დიახ. ახლა შეკრებაზე ვართ და „ზესტაფონთან" მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც სერიოზული მეტოქეა და გამარჯვებისთვი დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. სამეულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, თასის გათამაშებაშიც ნახევარფინალში ვართ და გვინდა, რომ გავიმრჯვოთ. ვნახოთ რა გამოგვივა.

- ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გუნდის ძებნას ისევ გააგრძელებ?

- ასე იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ წასვლის დრო მოვიდა. ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი სად გადავალ, ყველაფეს დრო გამოაჩენს.

დავით ჭუმბურიძე

დაკოპირებულია აქედან: http://fanebi.com/article/georgia/9386/#ixzz0hcgWuHle

ნანახია: 1302 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!