უკვე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მაისს ამხანაგურ
შეხვედრას კამერუნის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ავსტრიის ქალაქ ლინცში
გაიმართება.
თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი გუნდი ავსტრიაში 18 მაისს
გაემგზავრება. შემადგენლობა კი ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული.
საქართველო და კამერუნი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.
შეგახსენებთ, კამერუნის ნაკრები, რომელშიც ეტოო თამაშობს, მსოფლიო
ჩემპიონატზე იასპარეზებს, ქვეჯგუფში კი მისი მეტოქეები დანია, იაპონია და
ჰოლანდია იქნებიან.
მირანდა სურმანიძე www.goli.ge
|