ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 30.12.2024, 17:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 27 » კალაძემ "მილანის" ბოსებს შეუტია
07:05
კალაძემ "მილანის" ბოსებს შეუტია

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/kaladze20kaxa_medium.jpg


"კალაძემ სიჩუმე დაარღვია", "კალაძემ მილანის ბოსებს შეუტია", "კალაძის სიმართლე", "რატომ დატოვეს კალაძე თამაშგარეში", "კალაძეს აიძულებენ მილანი დატოვოს", "კალაძეს მილანის გამო რცხვენია", "კალაძე და მილანი - გაყრა გარდაუვალია"... ამ და სხვა მყვირალა ფრაზებით ის მასალებია დასათაურებული, რომელიც იტალიურ გამოცემა "კორიერა დელა სერასთან" ქართველ მცველ კახა კალაძის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ იტალიურ ვებგვერდებზე გავრცელდა.

"უკვე რამდენიმე თვეა, რაც ოფიციალურ მატჩებში "მილანის" განაცხადს მიღმა ვარ. ამისი მიზეზი ის არის, რომ ჩემ წინააღმდეგ ბინძური თამაში მიმდინარეობს. თამაშის შანს არ მაძლევენ. პარალელურად კი მასმედიაში ინფორმაციას ავრცელებენ, რომ დაშავებული ვარ ან ტრავმის შემდეგ კიდევ ვერ აღვიდგინე ფორმა. ეს მტკნარი სიცრუეა, ამ ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს ბრძოლა. არაერთხელ დაიწერა ისიც, თითქოსდა კლუბი იმიტომ არ შევიცვალე, რომ ნაკლებ ანაზღაურებას მთავაზობდნენ. ესეც სიცრუეა, სიმართლე სხვა რამ არის, რომელსაც აღარ დავმალავ.

ბუნებრივია, "მილანის" გულშემატკივარს ჩემი უთამაშებლობის რეალური მიზეზი აინტერესებს. კარგა ხანია, ტრავმა არ მაწუხებს და ეროვნულ ნაკრებშიც ორი ტაიმი სრულად ვითამაშე. თუ არ უნდათ ჩემი გასხვისება, თანახმა ვარ, კლუბში დავრჩე და ანაზღაურება შემიმცირონ, ოღონდ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. ანალოგიურ მდგომარეობაშია მარეკ იანკულოვსკიც. ორივეს უსამართლოდ გვექცევიან. ამ სიტუაციაში გუნდის ახალი თავკაცი მასიმიალო ალეგრი უძლურია. ალეგრის დიდ პატივს ვცემ, კარგი მწვრთნელია. იმასაც ვხვდები, რომ ჩემი უთამაშებლობა მისი გადაწყვეტილება არ არის. კლუბის ჩემდამი დამოკიდებულებით გაკვირვებული ვარ. ადრე ასე არასდროს მექცეოდნენ. ეს ის "მილანი" აღარ არის, რომელიც მახსოვს, მრცხვენია ამის გამო", - "კორიერა დელა სერასთან" საუბარში აღიშნა კახა კალაძემ.

ქართველი მცველის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მასმედია "მილანის" მწვრთნელ მასიმიალიანო ალეგრის აზრით დაინტერესდა: "მცირედი საკითხებია გასარკვევი. ეს მხოლოდ დროის ამბავი, ყველაფერი მალე დალაგდება", - ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა ალეგრი. შეგახსენებთ, რომ 4-5 დღის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, "მილანისა" და "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შორის კალაძისა და ფაბიო გროსოს ერთწლიან საიჯარო გაცვლაზე მოლაპარაკება უნდა გამართულიყო. როგორც ირკვევა, სერია A-ს ახალი სეზონის სასტარტო ტურამდე ეს საკითხი არ გადაწყდება.

იტალიური წყაროების ცნობით, კალაძე-გროსოს გაცვლის საკითხი შესაძლოა სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში 30-31 აგვისტოს გაირკვეს. იმასაც გაცნობებთ, რომ ახალ სეზონს "მილანი" კვირას, 29 აგვისტოს, "ლეჩესთან" საშინაო მატჩით დაიწყებს.


დავით ცაბაძე

ნანახია: 870 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!