La Gazzetta dello Sport-მა დღეს, 18 მარტს, სანდო
წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მილანის" დაცვის ხაზში
სერიოზული საკადრო გადაადგილებები იგეგმება. წამყვანმა იტალიურმა
გამოცემამ ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან წასვლის პირველ კანდიდატებად კახა
კალაძე, ოგუჩი ონიევუ და ჯუზეპე ფავალი მიიჩნევიან, მათ შემცვლელებად კი
ლეონარდო მარიო იეპესის და დავიდ ასტორის კანდიდატურებს განიხილავს.