იტალიური ”მილანი” ამერიკულ
ტურნეში კახა კალაძის გარეშე გაემგზავრება. როგორც Football Italia
იუწყება, გუნდთან ერთად ასევე არ იქნებიან რონალდინიო, ანდრეა პირლო,
ფილიპო ინძაგი და მასიმო ამბროზინი. ამერიკაში ”როსონერი” პარასკევს
”პანათინაიკოს” დაუპირისპირდება.
კლუბის სამწვრთნელო შტაბი ამერიკის კონტინენტზე შემდეგ მოთამაშეებს
იახლებს: აბატე, აბიატი, ამელია, ანტონინი, ბერეტა, ბონერა, ბორიელო,
მარკელი, ფლამინი, გატუზო, ნესტა, ნოვინიჩი, ოდო, ოდუამადი, ონიევუ, პატო,
პაპასტოპულოსი, რომა, ზეედორფი, სტრასერი, ტიაგო სილვა, ძამბროტა.
championat.ge