ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 13:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 27 » კახა კაჭარავა : ”ფეხბურთელს კარგი საშუალო განათლება მაინც უნდა ჰქონდეს”
15:21
კახა კაჭარავა : ”ფეხბურთელს კარგი საშუალო განათლება მაინც უნდა ჰქონდეს”


კახა კაჭარავა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. და რომ არა საკადრო პრობლემები, მისი გაწვრთნილი თბილისის ”დინამო” დღეს ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. იგი დამსახურებულად გახდა სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ ”ლელოს” ვერსიით ტურის საუკეთესო მწვრთნელი, ჩვენ საიტზეც დამსახურებულად ლიდერობს მწვრთნელთა გამოკითხვას... 

  ბატონ კახას ”დინამოს” ბაზაზე ვეწვიეთ და განვლილ თუ მომავალ მატჩებზე ინტერვიუ ჩამოვართვით:

-         ბოლო მატჩის შეფასება დავიწყოთ , ”ვიტჯორჯიასთან”

-         მთავარია 3 ქულა ავიღეთ, ვიტჯორჯია ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და მთავარია ნავსი გავტეხეთ. გარდა ამისა , სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრას, ფაქტიურად ჩამოვიცილეთ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. თუმცა თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მეორე ტაიმში გვაჯობეს კიდეც. შეიძლება ამაზე გავლენა ხელოვნურ საფარიანმა მოედანმაც იმოქმედა... ძალიან კარგი, სტაბილური და შეთამაშებულია გუნდია - ამიტომაც გვიჭირდა აქამდე მათი დამარცხება.

-         შემდეგ ტურში კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გელით მეორე ადგილისთვის , ზესტაფონთან. რამე განსაკუთრებულად თუ ემზადებით ამ შეხვედრისთვის და რა შედეგი იქნება დამაკმაყოფილებელი?

-         დინამო მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის, შეიძლება ზოგჯერ მეორე ნომრად ვითამაშოთ, მაგრამ ბიჭები ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ მოგება შეუძლიათ. ზესტაფონთან - არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ვემზადებით. ახალი სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოვიდა, რომელიც დღეს პირველად ავარჯიშებს გუნდს.

-         დინამო თავისი ტრადიციებით და თუნდაც დღევანდელი მდგომარეობით არ იმსახურებს მეორე ადგილს . . . ჩემპიონობა პრაქტიკულად გამორიცხულია. რა არის ამის რეალური მიზეზი?

-         მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი დამნაშავე ”დინამოა”. ჩვენ იმდენი უაზრო ქულა დავკარგეთ საშუალო გუნდებთან, რომ გამართლება არ გვაქვს. გარდა ამისა საკადრო პრობლემები მრავლად გვქონდა. პირველ ნახევარში ამ მხრივ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იყო . . . გუნდის ძირითადი შემადგენლობის 70% ტრავმირებული იყო, ახალგაზრდა ბიჭებმა კი თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. დღესაც ტრავმირებულია ნიკა ფირცხალავა, ალექსანდრე კოშკაძემ კი მხოლოდ ვიტთან ითამაშა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ. პრობლემა იყო ისიც, რომ ძნელია კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა საქართველოში... მიზეზი კი საშინელი ინფრასტრუქტურაა, ნორმალური მოედანი მხოლოდ 2-3 სტადიონზე, ძნელია უცხოელი ამაზე დაითანხმო.

-         ჯერ არ გადაწყვეტილა სად გაიმართება ”დინამოსთვის” უპრინციპულესი შეხვედრა - თასის ფინალი . რომელი გირჩევნიათ, თამაში იყოს თბილისში თუ ქუთაისში? ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს ყველაზე პრინციპული მეტოქის მოედანზე თასის აწევა ვფიქრობ დიდ მოტივაციას უნდა აძლევდეს ”დინამოს”

-         ქუთაისშიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ორი თბილისური გუნდია და ჯობია თბილისში იყოს... მინდორიც უკეთესი იქნება და აურაც

-         სეზონი მთავრდება, რამოდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება. ფიქრობთ თუ არა მათ გახანგრძლივებაზე, მათი შემცვლელების ჩამოყვანაზე...

-         მემგონი არ იქნება ნორმალური ის მწვრთნელი, ვისაც გურამ კაშიას გაშვება ენდომება, მაგრამ ძნელია საქართველოში ეგეთი დონის ფეხბურთელები დააკავო, უბრალოდ ცოდო იქნება. გაძლიერებას კი - რა თქმა უნდა ვაპირებთ, ამაზე გარკვეული ჯგუფი მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობს.

-         იყო ტენდენცია, როდესაც დინამო თავისი კონკურენტი გუნდების ფეხბურთელებით ძლიერდებოდა... ქუთაისიდან, ვიტჯორჯიადან და ა.შ ... დღეს უკვე ასე აღარ ხდება. რა არის მიზეზი და თუ არიან თქვენთვის საინეტერესო ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში?

-         კარგი ფეხბურთელები ნამდვილად არიან და ვაკვირდებით კიდეც, მაგრამ დინამოს ძალიან კარგი აკადემია აქვს. მერებაშვილი,კაშიები, ვაწაძე, თომაშვილი, ფირცხალავა ... დინამოს აღზრდილები არიან და დამეთანხმებით თავიანთ პოზიციებზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ამათ ემატება გამოცდილი ლეგიონერები. ბიჭებმა ბევრი ისწავლეს ოვონოს, ზელიჩის, კრშკოსგან . . . იმედი გვაქვს ედნილსონიც თავის ცოდნას სრულიად გაუზიარებს დინამოს ახალგაზრდა ჩამშლელებს. მთლიანობაში ძალიან საინტერესო გუნდი გამოდის . მაგრამ კიდევ გაძლიერება არავის აწყენდა.

-         ბევრი ყოფილი დინამოელი თამაშობს დღეს დინამოს წინააღმდეგ , ბევრი მათგანის საქციელი გვანახებს, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენდა ის, რომ დინამოს გერბის ქვეშ უთამაშიათ და პატივს სცემდნენ.. რატო ხდება ასე?

-         ამას უბრალოდ თვითშეგნება სჭირდება, ამისთვის კი ფეხბურთელს კარგი საშუალო განთლება მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული. მეც მითამაშა სამტრედიაში და ქუთაისში, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი პატივი მეცა ადგილობრივი გულშემატკივრისთვის. არ ვიცი რა ემართებათ, არ აქვთ გათავისებული, რომ დინამო ბევრად მეტია ვიდრე ცალკეული პიროვნებები.



ავტორი: დაჩი ჯაიანი
championat.ge
ნანახია: 893 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!