ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მარტი » 10 » გუცაევმა დასარაზმი დაასახელა
13:44 გუცაევმა დასარაზმი დაასახელა |
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ის 22 კაციანი სია, რომელიც ხვალ თურქეთში 10–დან 25–მარტამდე მოემზადება. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელები სამ მატჩს გამართავენ, 19 მარტს უზენდფორთან, 20 მარტს, ვესენდაგენთან და 24 მარტს გეინფენდენთან. აქვე გეტყვით, რომ სამივე გუნდი შვეიცარიული ქვედალიგის ბინადარნი არიან. ახლა კი გთავაზობთ ზემოთ ნახსენებ 22 კაციან სიას.
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (დინამო თბილისი), გიორგი აზნიაშვილი (გაგრა), გიორგი გუჩაშვილი (ნორჩი დინამოელი);
მცველები: ბაქარ მირცხულავა (ბენფიკა, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), მალხაზ მაჭუტაძე, დავით კუბლაშვილი (ორივე ოლიმპიკი თბილისი), ირაკლი ხუჭუა (დინამოს აკადემია), ავთანდილ ბრაჭული (არაგვი), საბა კვირკველია (თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია), მინდია ფუტკარაძე (ბათუმი);
ნახევარმცველები: გეგა დიასამიძე (ოდიაში, პორტუგალია), ლევან ელიზბარაშვილი, ლაშა ჩაფიძე (ორივე ნორჩი დინამოელი), ზვიად სიხარულია (ბაია), ნოშრევან ჯიშკარიანი (გაგრა), როსტომ გეწაძე (ზესტაფონი), გიორგი მჭედლიშვილი (თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია), ლადო ბიწაძე (იბერია თბილისი);
თავდამსხმელები: გიორგი შარაშენიძე (დიორი ეტო, უნგრეთი), ტარიელ რუხაია (ვიტ ჯორჯია), ირაკლი კუჭუხიძე (მერანი მარტვილი).
თორნიკე ცირამუა www.fanebi.com
|
ნანახია: 929 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|