მოგეხსენებათ, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში უკვე ერთი კვირაა რაც
თურქეთის კურორტ სიდეში მოსამზადებელ ეტაპს გადის. ვლადიმერ გუცაევის
შეგირდები გუშინ შვეიცარიის ჩემპიონატის ქვედალიგელ აინსდირლენდთან
მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს. ეს ერთადერთი გოლი კი 86 წუთზე ნოშრევან
ჯიშკარიანმა გაიტანა. შემდეგი ჩვენი მეტოქე შვეიცარიელთა გუნდი
"ვილფიგენი" იქნება.