ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 15:41


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 15 » გულშემატკივარს დავით კირკიტაძის ხატებთან დაფიცებული სიმართლის არ სჯერა!
23:23
გულშემატკივარს დავით კირკიტაძის ხატებთან დაფიცებული სიმართლის არ სჯერა!
დავით კირკიტაძე: "ბოდიშს ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას, დამაარსებლებს, მაგრამ ბრაზილიელებისთვის "ოლიმპი” დიდ ღირებულებას და დიდ კლუბს არ წარმოადგენს”.

 

ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანს რუსთავის "ოლიმპთან”. გამოგონილი პენალტები, მიკერძოებული მსაჯობა, "სატელიტი" გუნდების ყოლა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კირკიტაძეს ხშირად ადანაშაულებს გულშემატკივარი. 

თავად გუბერნატორი არაერთხელ მიიწვიეს სხვადასხვა სპორტულ გადაცემაში, მაგრამ მისთვის არასდროს უკითხავთ ის, რაც აინტერესებს გულშემატკივარს. მსაჯთა დამკვირვებლის ცემაში შემჩნეული კირკიტაძე თავად ამ ფაქტს უარჰყოფს. 

 

რა ფუნქციები აქვს გუნდში პრეზიდენტის რწმუნებულს და როგორ გამოიყენა თავისი ძალაუფლება ბოლნისის "სიონის” სასარგებლოდ?

Goli.ge გთავაზობთ დავით კირკიტაძესთან ინტერვიუს (სტილი დაცულია. ავტ.)

 

 

- ბოლო ორი წელია, აქტიურად ჩანხართ კლუბთან. რა ფუნქციები გაქვთ გუნდში კონკრეტულად? ბრაზილიაშიც კი იყავით სელექციის მიზნით ...

 

 

- ბრაზილიაში არავითარი სელექციის მიზნით არ ჩავსულვარ. არაფერი ფუნქცია არ მაქვს გუნდში, ჩემი რეგიონის გუნდია და ბუნებრივია, გამიხარდება მისი წარმატება, ისევე როგორც ბოლნისის `სიონის`. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან ორივე გუნდმა მოიგო.

 

 

- თუმცა, ფაქტია, რომ უბრალო გულშემატკივრები, ბრაზილიაში ვერ ჩადიან სელექციის მიზნით... 

 

- ისევე როგორც, ვერცერთი უბრალო კლუბი ვერ მოახერხებდა "ატლეტიკო პარანაენსესთან” დამეგობრებას, თუ არ იქნებოდა ხელისუფლების მხარდაჭერა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ატლეტიკოში ვიყავით არა როგორც კლუბის მესვეურები, არამედ, გვაქვს ახალი პროექტი, - გვინდა მუნიციპალური საფეხბურთო სკოლების გაკეთება და ბავშვთა ფეხბურთი იყო ამოსავალი სასაუბრო თემა. ამაზე ვიყავით წასულები. ბოდიშს ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას, დამაარსებლებს, მაგრამ ბრაზილიელებისთვის "ოლიმპი” დიდ ღირებულებას და დიდ კლუბს არ წარმოადგენს. მათთვის, ვინც ჩვენ იქ მიგვიწვია, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანია, ჩვენ მათთან დაგვაკავშირა გოჩა ალადაშვილმა. ბრაზილიაში ფეხბურთელების სელექციით ნამდვილად არ ვყოფილვართ დაკავებული.

 

 - ერთი კვირს წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ეროვნულ ჩემპიონატს "გუბერნატორების ჩემპიონატი” უწოდა. თქვენ ასოცირდებით `ოლიმპთან`, სანაკოევი - `სპარტაკთან` და ა.შ. მაშინ, როდესაც ჩემპიონატის დასაწყისში აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ფეხბურთიდან უნდა წასულიყო, რა გამოდის? 

 

 

- კი არ ვასოცირდებით, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი რეგიონის გუნდებია და ვგულშემატკივრობ მათ, ისევე როგორც, გოროზია - `ბაიას` და იმერეთის გუბერნატორი - `ზეტსაფონს`. შიდა ქართლის გუბერნატორს სულ მაგაზე ვეჩხუბები, რომ გორს კარგი გუნდი უნდა ჰყავდეს და კახეთის გუბერნატორმა კიდევ გურჯაანსა და თელავს უნდა მიხედოს. 

 

 

- თქვენ ხშირად გადანაშაულებენ საკუთარი ძალაუფლების კლუბის სასარგებლოდ გამოყენებაში, რაც, გულშემატკივრების აზრით, გამოიხატება იგივე `ოლიმპის` სასარგებლოდ დანიშნულ პენალტებსა და მსაჯების მიერ, "ოლიმპის” სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილელებში. ზემოთხსენებული მოტივის გამო, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, თქვენი უშუალო მონაწილეობა ამ პროცესებში?

 

 

- ეს პენალტები მე ხომ არ დამინიშნავს? მე რა შუაში ვარ, თუ პენალტი დაიდო, მე დავდე პენალტი? მადანაშულებენ, რა ვქნა, აუკრძალო? ვერ ავუკრძალავ ამაზე ლაპარაკს ხალხს.

 

 

- თქვენ ახსენეთ თქვენი რეგიონის მეორე გუნდი - "სიონი”, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ "ოლიმპის” `სატელიტ` გუნდად. ეს ხმები უსაფუძვლოა?

 

 

- ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, თუ როდის გამოვიყენე ჩემი ძალაუფლება და კიდევ გამოვიყენებ, სამივე თამაში, რაც ითამაშა "ოლიმპმა” ბოლნისის "სიონის” წინააღმდეგ, ორჯერ მეტი პრემია ჰქონდათ "სიონის” ფეხბურთელებს, ეს ვთხოვე მე კლუბის პრეზიდენტს და ორჯერ მეტი მოტივაცია შევუქმენი ბოლნისის ფეხბურთელებს, ეს იყო ჩემი ჩარევა, ამ ორ გუნდს შორის. პირველ თამაშზე, დახოცეს ერთმანეთი და მწვრთნელებს შორისაც მოხდა გასახდელში ჩხუბი, ძლივს დავაკავეთ, მეორე თამაშზე, ბოლნისის ფეხბურთელებმა, ხატზეც კი დაიფიცეს, რომ თავი შეაკლეს და ასევე იყო ბოლო თამაშიც. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვუყურე ამ თამაშს, პრეზიდენტის გამოსვლა იყო პარლამენტში, ადრე ვიყავით დაბარებული, მაგრამ მესიამოვნა შედეგი. ამიტომაც დავუნიშნეთ ორჯერ მეტი პრემია ბოლნისს. რომ გითხრათ, რომ ეს ჭორები დამთავრდება, ალბათ, არ დამთავრდება, გაგრძელდება, ეჭვიან ხალხს რა დალევს. ძალიან ბევრი რამე ვიცი ფეხბურთის გუნდებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა ყველაფერი მოვყვე, მითუმეტეს, დადასტურებულად ვიცი და არა სხვებივით, - ჭორის დონეზე.

 

 

- ბოლო დროს, "სიონთან” ერთად, თქვენს სატელიტად "სამტრედიასაც” მოიხსენიებენ. ამ გუნდმა, "დინამოს”, "ვიტ ჯორჯიას” დააკარგინა ქულები, "ოლიმპი” კი მუდამ დიდი ანგარიშით ამარცხებს, თქვენი აზრით, არც ეს ბადებს ეჭვებს?

 

 

- ხო, სამტრედიაც” ჩვენი სატელიტია, `ინტერიც`, `მილანიც`, უბრალოდ, ჩვენ იქამდე ვერ მივედით, თორემ, ისინიც დაგვითმობდნენ თამაშს. ჩვენ გამო გამოვარდა ახლა `რეალი`, ჩვენი სატელიტი "ბაქია”, "ბ36” და "ცრვენა ზვეზდა” "დინამომ” იმიტო ვერ მოუგო, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეგ ამბავიც. "ლეგია” "ზესტაფონის” სატელიტია და ამიტომ მოგვიგო ჩვენ.  კარგით რა, "სამტრედიას” ძალიან დიდ პატივს ვცემ, კარგი გუნდია, "სამტრედიამ” ისეთი ბრძოლა გაგვიმართა, რუსთავში მასეთი ბრძოლა ჩვენთვის არ გვინახავს. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და კაცნაკლულმა "სამტრედიამ” გაგვიტანა გოლი და იაშვილმა გადაგვარჩინა, ასე ვთქვათ. 

 

 

- "სიონი”-"სპარტაკის” დაპირისპირებაზე, სადაც ცხინვალის ფეხბურთელებმა მოიგეს, სადისციპლინო კომიტეტმა ე.წ. "სადამსჯელო ღონისძიებების” შოუ მოაწყო. ამ თამაშის შედეგი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ჯერ კიდევ მეორე წრეში, როდესაც ოლიმპი” "სპარტაკთან” სტუმრად აგებდა, გავრცელდა ხმები, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, თქვენ და სანაკოევი შეხვედით გასახდელში და "სპარტაკის” ბიჭებს თამაშის დათმობა სთხოვეთ, სანაცვლოდ კი, ისინი "სიონთან” გარანტირებულ 6 ქულას მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, გადაცემა  "არენაში” გაკეთებული განცხადება, რომ გეგონათ, ამ მატჩში "სიონმა” გაიმარჯვა, გულშემატკივისთვის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი იყო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

 

 

- აი, ხატები ხომ ხედავთ აქ, ხატების წინ შემიძლია დავიფიცო, რომ არათუ "სპარტაკის”, არამედ "ოლიმპის” გასახდელშიც კი არ შევსულვარ არასდროს, არც თამაშის მიმდინარეობისას და არც დასასრულს. აქედან გამომდინარე, აბსურდია ეს საუბარი. გასახდელში მინიმუმ 14 ადამიანი ხომ უნდა იყოს? მწვრთნელი, ფეხბურთელები ან სხვა ვინმე, შეეეკითხეთ მათ. სხვათაშორის, მამა ალექსისთან დადიან "სპარტაკის” ბიჭები ქაშვეთში, მათი მწვრთნელები და მათი კორპუსი. მათ შეეკითხეთ და თუ ერთი მათგანი მაინც გეტყვით, რომ მე ოდესმე მათ გასახდელში ვყოფილვარ ან რაიმე მსგავსს ჰქონია ადგილი, ფეხბურთს კი არა, საერთოდ ჩემს  ყველა თანამდებობას(?) დავტოვებ, რაც მაქვს. ახლა ინტერვიუს გაძლევთ, როგორც თანამდებობის პირი და არა როგორც, საფეხბურთო ჩინოვნიკი. 

 მეორეს გეტყვით, საიდუმლოდ, მქონდა ეჭვი და გიდასტურებთ, რომ ცხინვალის "სპარტაკს” კარგი ურთიერთობა აქვს ბოლნისის "სიონთან”, საერთოდ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, დიდ პატივს ვცემ ჯემალ ჭიპაშვილს("სპარტაკის დირექტორატის წევრი), რადგან ის ბოლნისის "სიონში” მუშაობდა მაშინ, როდესაც "სიონი” ჩემპიონი გახდა და ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ ორ გუნდს შორის არიან ფეხბურთელები და ხელმძღვანელი პირები გადასულ-გადმოსულები. შარშანაც იყო ამაზე საუბარი, რომ ბოლნისის "სიონს” არ სჭირდებოდა ქულები და "სპარტაკმა” გაიმარჯვა, სიმართლე გითხრათ, არ ჩავღრმავებივარ, ხდება ასეთი რაღაცეები და გამოძიებას ნამდვილად ვერ ჩავატარებდი. თუმცა, ერთს რასაც გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად ვიყავი გორში იმ თამაშზე, მაგრამ არათუ გასახდელში, არც პირველ ტაიმში და არც მეორე ტაიმში, ვისხედით ლოჟაში, მას შემდეგ, რაც "სპარტაკმა” გოლი შეაგდო, გამოვედი კორპუსების მხარეს და იქ ვიდექით. ყველამ იცოდა, ჩვენ რომ იქ ვიყავით, "ჰუმელის” წითელი სპორტულები გვეცვა. თან "ვღადაობდით”, ჩვენი მეგობარი, სიგარეტს არ ეწევა და სიგარეტი მოწია ნერვიულობისგან, თან თქვა, პირველს მოვწევ, შეაგდებენ, მეორეს მოვწევო, კიდე შეაგდებენო და ვეხვეწებოდით, მესამეც მოწიეო. ძალიან ბევრი მაყურებელი იყო იქ,  სხვათაშორის ლიახვისხეველები იყვნენ, ლტოლვილები, ასევე ჟურნალისტები და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. 

ასევე ლაპარაკობენ, რომ შარშან, ბოლნისში, პირველი ტაიმის შემდეგ, შევედი გასახდელში და "სიონის” ფეხბურთელებს ვუთხარი, როგორ უგებთ "ვიტ ჯორჯიას”. ესეც ისეთივე სისულელეა, მაგრამ მესმის, რომ ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ყველას დიდ პატივს ვცემ, არის პატარა, ახალგაზრდა თაობა, ბუნებრივია, რომ რუსთავის გულშემატკივარი "ოლიმპზე” წერს, რომ კარგია ოლიმპი, "გაგრასი” წერს, რომ "რუსთავი” ცუდია და ა.შ. ასეთი რაღაცეები ხდება ხშირად.

 

 

- მაგრამ, ეს კითხვები არსებობს და ამას გულშემატკივრები ლაპარაკობენ სხვადასხვა სპორტულ ფორუმებზე...

 

 

-  ბოდიში, სიამოვნებით გავეცნობოდი ყველა ფორუმს, მაგრამ სამსახური არ მაძლევს ამის საშუალებას. ღმერთმა ამრავლოს გულშემატკივრები, ერთი-ორჯერ ვცადეთ ხალხის ხელოვნურად მიყვანა სტადიონზე და ამას აღარასდროს გავაკეთებ, მწარე გამოცდილება გვაქვს - შარშანდელი თასის ფინალი.  თვითონ გულშემატკივარი უნდა მივიდეს სტადიონზე, ამას არანაირი ორგანიზება არ სჭირდება, ძალიან მიხარია რომ ზესტაფონში გულშემატკივრები დადიან. თასის ფინალზე მივიყვანეთ ძალიან ბევრი მაყურებელი. ერთი გოლი შეგვიგდეს და დატოვეს სტადიონი. სად გავპარულიყავი სირცხვილით, არ ვიცოდი, გავიდნენ და ჩასხდნენ ავტობუსებში.  

 

 

- სადისციპლინო კომიტეტის "სანქციებზე” რას იტყოდით, არასერიოზული სახე ხომ არ მიეცა ამ ყველაფერს?

 

 

- არ ვიცი, ფედრაციას ნამდვილად არ დავიცავ, თუ რამე ცუდს გააკეთებენ, აუცილებლად ვიტყვი, მიმაჩნია, რომ ფედერაცის ყველა გადაწყვეტილება ან ფეხბურთის საზიანოდაა, ან სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება იყო სასაცილო. თუ რამე საბუთი ჰქონდათ დამამტკიცებელი, ასე არ უნდა დაესაჯათ, უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაეწესებინათ. ვფიქრობ, რომ კარგი პრევენცია გააკეთეს მაინც. მათ ეგონათ, თავიანთ ჭკუაში, რომ კლუბები ამას არ გაასაჩივრებდნენ. მგონი, კუნთების ჩვენებასავით იყო, ცხინვალის და "სიონის” დასჯა და არაარგუმენტირებულად გააკეთეს. შემდეგ კი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაინც მგონია, რომ წაადგება ეს ქართულ ფეხბურთს, როდესაც კლუბს გარიგებაში ამხილებ და 1000 ლარით სჯი, არასერიოზული იმიჯი გაქვს უკვე სხვაგან. მე თუ მკითხავთ, დასჯა და სასჯელები უნდა გამკაცრდეს ძალიან. ახლა ვიყავი აზერბაიჯანში. იქ რომ ხდება, ჩვენთან რაც ხდება, არაფერია იმასთან შედარებით. რაც გერმანიასა და იტალიაში ხდება, ეს კიდევ, ჩემზე უკეთ, თქვენ იცით ჟურნალისტებმა. 

 

 

- ახალი ფედერაციის საქმიანობას როგორ შეაფასებდით, წინამორბედს ნამდვილად არ "წყალობდით”, ახალ ხელმძღვანელზე რა აზრის ხართ?

 

 

- კი, ძალიან ვაკრიტიკებდი. ახალმა ფედერაციამ კარგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბავშვთა ფეხბურთის დახმარება, თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოყვანა. თავად ფედერაციის პრეზიდენტიც კი დადის ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე, როდესაც ძველი ფედერაციიდან, პრეზიდენტს კი არა, ვერავის ვერ ვხედავდით სტადიონებზე. მათ სჭირდებათ ახლა გვერდზე დგომა, დახმარება. თუ რამე არ მომეწონება ამათი, ვიტყვი, პრობლემა კი არ მაქვს.

 

 

- ვარლამ კილასონიას თემას მინდა შევეხო, ის ევროტურნირების დასრულების შემდეგ გუნდიდან რომ გაუშვეს, ეს თავადაც მედიის საშუალებით გაიგო. როგორც მან თავად ინტერვიუში მითხრა, ის სწორედ იმას შეეწირა, რომ მის საქმეში ვერავინ ერეოდა. იყავით ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც თავის საქმეში ჩარევის უფლებას არ აძლევდა კილასონია?

 

 

- არ მგონია, ვარლამ კილასონია ის კაცი იყოს, რომ დაიფიცოს ამაზე, არც მის საქმეში ჩავრეულვარ არასდროს, არც კორღალიძის და არც მახარაძის.

 

 

- ასევე აქტიურად საუბრობდნენ რომ რამდენიმე ფეხბურთელი თქვენთან დაპირისპირების გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. იგივე მაჭავარიანი, "დინამოსთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ამ ამბავთან თქვენს კავშირზე საფეხბურთო კულუარებში ბევრს საუბრობდნენ. 

 

 

- სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. როდესაც წყდებოდა, ამ თამაშზე, რა შემადგენლობა უნდა დაეყენებინათ, ვიყავი დასავლეთში, პირველ მარტი იყო, მწარედ დამამახსოვრდა, შევიარე გორში, სადაც "ვიტ ჯორჯია” ზესტაფონს ეთამაშებოდა, ვუყურე ერთ ტაიმს და ძლივს ჩამოვუსწარი "ოლიმპის” თამაშს. სტადიონზე მაშინ შევედი, როდესაც პირველი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა "დინამოს”.

 

 

- "ოლიმპი”-‘სპარტაკის” დაპირისპირების შემდეგ, სტადიონზე დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა, ტელევიზიით გავრცელდა კიდევაც კადრები, რომ თქვენ ფიზიკურად შეეხეთ კაჭახიძეს. არ იყო ეს დანაშაული?

 

 

- მოდით მანახეთ ახლა, თუნდაც ერთი კადრი ან ტელევიზიით, ან პრესით, სადაც მე კაჭახიძეს ფიზიკურად შევეხე. ამირან კაჭახიძესთან მქონდა ძალიან არასასიამოვნო საუბარი და ამას ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, ეს არ ეხებოდა, ერთ კონკრეტულ მატჩს. ეს ეხებოდა მის მთელ მოღვაწეობას, , დიდხანს ვსაუბრობდით, ეს თემა არის ამოწურული. მსაჯისთვის იქ ხელი არავის შეუხია, მსაჯები იქიდან როგორ გამოვიდნენ, კითხეთ თავად მათ. გადაჭედილი იყო იქაურობა ხალხით. იმდენად ცუდი მსაჯობა იყო, რომ გაღიზიანება გამოიწვიეს მაყურებლების. როცა მატჩს ესწრება მსაჯთა დამკვირვებელი, მსაჯები ასე არ მსაჯობენ ხოლმე, თუ სხვა რამ არ ხდება, აქედან გამომდინარე იყო, კაჭახიძესთან ის არასასიამოვნო ინციდენტი.

 

 

- მაშინ კაჭახიძეს რაში ადანაშაულებდით  და რამ გამოიწვია ის საუბარიც?

 

 

- კაჭახიძემ თავადაც თქვა, ცივ გულზე, რომ საშინელი მსაჯობა იყო, ეს მსაჯები თავადაც დასაჯა ფედერაციამ შემდეგ, იმიტომ რომ ორი ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 

 

 

- შეხლა-შემოხლა რომ იყო მატჩის ბოლოს, ეს ნამდვილად დადასტურებული ფაქტია, ზოგადად, ამ ცემების და გარჩევების ფაქტს როგორ აფასებთ, მაშინ როდესაც აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთი შემთხვევები სათანადოდ და მკაცრად უნდა დაისაჯოს, თქვენ თავად გედებათ ბრალი ამაში მონაწილეობისთვის?

 

 

- მსაჯზე თავდასხმა, ეს არის ყველგან, მსაჯი კი არა, თქვენ არ გინახავთ, როგორ გამოდიან გუნდები საბერძნეთის ან თუნდაც რუსეთის ჩემპიონატიდან, სპცედანიშნულების რაზმები აცილებენ, ეს ფეხბურთია, ჩვენი ფეხბურთის პრობლემა სწორედ ესაა _ ემოცია აკლია. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია უნდა იყოს ასეთი ფაქტებიც, ჩოგბურთი ხომ არააა აბა? 

 

 

- ანუ თქვენ მიესალმებით ასეთ ფაქტებს?

 

 

- არა, არ შეიძლება. დასაგმობია ნამდვილად და ფინანსური სანქციებიც უნდა შემოვიღოთ.

 



მაგდა კლდიაშვილი
www.goli.ge
ნანახია: 924 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!