დღეს უკრაინულ ლიგაში ქართული დერბი შედგა.''ილიჩევიცი'',რომლის რიგებშიც ''გაგრას'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გაბედავა ასპარეზობს,სიმფეროპოლის ''ტავრიას'' ესტუმრა.მოგეხსენებათ ''ტავრიას'' ღირსებას ვასილ გიგიაძე იცავს.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3-3 დასრულდა.სასიხარულოა,რომ შეხვედრის უკანასკნელი გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა,რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა და უკვე 7 წუთში ''ილიჩევიცის'' მხსნელად მოგვევლინა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ''ტავრიას'' ფორვარდი ვასილ გიგიაძე,თუმცა ის 64-ე წუთზე შეცვალეს.