საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიცილური საიტის ცნობით ,ხვალ ათენში მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება. სასტუმრო King George Palace-ში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებების წარმომადგენლები შეხვდებიან და კალენდარზე იმსჯელებენ.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები აღნიშნულ შეხვედრაზე თემურ ქეცბაია და ნაკრების მწვრთნელთა შტაბის ერთერთი წევრი სოსო ჭედია იქნებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ ,რომ საქართველოსთან ერთად აღნიშნულ ჯგუფში ხორვატიის,საბერძნეთის,ისრაელის,ლატვიის და მალტის ნაკრებები მოხვდნენ.კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ის არის,რომ თუ ქვეყნების წარმომადგენლები კალენდარზე ვერ შეთანხმდნენ მაშინ მას UEFA შეადგენს.