ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მარტი » 2 » ესტონელები თბილისში არიან
22:07 ესტონელები თბილისში არიან |
გუშინ ესტონეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები თბილისში ქორდთიად მერიოტში დაბინავდნენ. გუშინ ესტონეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსთავის სტადიონზე პირველი ვარჯიში გამართა. ამასთან დაკავშირებით ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. დღეს 2 მარტს 11.30 საათზე ესტონელი ახალგაზრდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩის წინა ვარჯიშს გამართავენ, ხოლო ეროვნული ნაკრები კი 18.00 საათზე ეროვნულ სტადიონზე. აღსანიშნავია, რომ ტიმო რუუტლის (ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) შეგირდები დანაკლისით არაინ ჩამოსულები და მხოლოდ 16 ფეხბურთელით. რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ფრანკ ბერნჰარტმა გუნდი სრულად შეკრიბა და ხვალინდელი თამაშისთვის ფეხბურთელები სრულ მზად ყოფნაში არიან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება, ხვალ 15.00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე შედგება და მატჩზე დასწრება უფასო იქნება, ხოლო ეროვნულ ნაკრებსბს შორის შეხვედრა კი 19.00 საათზე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი ეღირება.
თორნიკე ცირამუა www.fanebi.com
|
ნანახია: 847 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|