ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » "დინამო" მხარდაჭერას ითხოვს!
17:23 "დინამო" მხარდაჭერას ითხოვს! |
"შტურმი" თბილისში ჩარტერული რეისით გუშინ, ნაშუადღევს ჩამოფრინდა. კლუბის
ოფიციალური ვებგვერდიდან უკვე ვიცოდით, რომ "შტურმს" საქართველოს
დედაქალაქში გულშემატკივართა ჯგუფიც მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. თბილისში
გრაცელთა დაახლოებით 30 ქომაგი და ერთი ამდენიც ჟურნალისტი ჩამოფრინდა.
"შტურმის"
მთავარი მწვრთნელის, ფრანკო ფოდას პრესონფერენცია ეროვნული სტადიონის
საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილზე 15 წუთით ადრე დაიწყო და ამიტომაც
ქართველი ჟურნალისტების უმეტესობა იქ დაგვიანებით მივიდა. ფოდას
პრესკონფერენციაზე გვერდს "შტურმის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰარის
ბუკვა უმშვენებდა, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში დუბლი
შეასრულა. ბუკვამ იმედი გამოთქვა, იმედია ჩემი გუნდისთვის თბილისური ვოიაჟი
წარმატებული გამოდგება, "დინამოს" კი გოლს კი სულ ერთია, ვინ გაუტანსო.
ფოდამ კი საკუთარი გუნდის კარგ მზადყოფნაზე გააკეთა აქცენტი.
-
ავსტრიის ჩემპიონატი უკვე გახურებულია და "შტურმი" კარგ სათამაშო ტონუსშია.
ჩემი ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს არიან, რაც "დინამოსთან"
ჩატარებულმა პირველმა მატჩმაც დაამტკიცა. იმის მიუხედავად, რომ შინ
სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ბრძოლა კიდევ 90 წუთს გაგრძელდება და
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს. ისიც
აღსანიშნავია, რომ "დინამოს" მათე ვაწაძე უბრუნდება, რომელიც ამ გუნდის
შემტევ პოტენციალს ერთიორად გააძლიერებს.
- როგორ ტაქტიკას აირჩევთ ამ შეხვედრისთვის? -
ჩვენი მთავარი მიზანი მეტოქის კარში გოლის გატანაა. "დინამოს" ორბურთიანი
ჩამორჩენა აქვს გასაქვითი და წარმოუდგენელია, შემტევი ფეხბურთი არ
ითამაშოს, ეს კი მოწინააღმდეგის ზურგს მოაშიშვლებს და ჩვენ
კონტრშეტევებისთვის კარგი ნიადაგი გვექნება. ერთი ბურთიც რომ გავიტანოთ,
ვფიქრობ, საბოლოო წარმატებას საბოლოოდ უზრუნველვყოფთ. - თბილისური სიცხე პრობლემებს ხომ არ შეგიქმნით? -
სიცხეში თამაში არავის სიამოვნებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ორივე გუნდი
ერთნაირ პირობებში იქნება. თანაც, გრაცში ჩატარებული მატჩისასაც
არანაკლებად ცხელოდა. - ტრავმის გამო რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ მოისაკლისებთ? - საბედნიეროდ, ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ. არც ტრავმირებული გვყავს ვინმე და არც - დისკვალიფიცირებული.
პრესკონფერენციის
შემდეგ, საღამოს 7 საათზე "შტურმის" ვარჯიში დაიწყო, რომელიც მხოლოდ
საწყისი 15 წუთის განმავლობაში იყო ღია. ამ პერიოდის განმავლობაში მოედანზე
განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი გვინახავს. 15 წუთის შემდეგ ვარჯიში
მხოლოდ ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისთვის დაიხურა,
"შტურმის" თანმხლებმა პირებმა კი წვრთნას ბოლომდე უყურეს.
"შტურმის"
ვარჯიშის დასრულებისთანავე ეროვნული სტადიონის გაზონზე "დინამო" გავიდა.
პირველი, ვინც ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თვალში მოგვხვდა, გურამ კაშია
იყო. შეგახსენებთ, იგი "დინამოს" უცხოურ კლუბებში გავლილი სინჯების შემდე
დაუბრუნდა. კაშიას "შტურმთან" თამაშის უფლება არა აქვს, მაგრამ თუ
"დინამომ" ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გააღწია, კლუბს მისი განაცხადში
შეყვანის უფლება ექნება.
სხვებთან ერთად, ივარჯიშა მათე ვაწაძემაც,
რომელმაც შეგახსენებთ, ავსტრიაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.
თბილისურ შეხვედრას კი ამავე მიზეზით ნიკა ფირცხალავა გამოტოვებს.
"დინამოს" კიდევ ერთი დანაკლისია ზვიად მეტრეველი, რომელსაც ტრავმის გამო
უკვე ოთხი დღეა არ უვარჯიშია და მისი "შტურმთან" თამაში გამორიცხულია.
დაშავებულია ასევე ლაშა ჩადუნელი, თუმცა მისი ტრავმა შედარებით ძველი
ამბავია.
ბოლოს "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას
კომენტარს შემოგთავაზებთ: "ავსტრიაში კონცენტრაცია დაგვაკლდა, თორემ
ნამდვილად არ ყოფილა ორბურთიანი სხვაობით წასაგები თამაში. დარწმუნებული
ვარ, რომ თბილისში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. ჩვენს გუნდში საბრძოლო
განწყობაა. ყველა ფეხბურთელი კარგად აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას.
გპირდებით, რომ თოთოეული მათგანი მოედანზე ასი პროცენტით დაიხარჯება და
გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. საბოლოო წარმატების შანსი გვაქვს და
საამისოდ ყველაფერთან ერთად, იღბალიც გვჭირდება. რაც მთავარია, გვჭირდება
გულშემატკივართა აქტიური მხარდაჭერა და იმედი მაქვს, სტადიონზე ბევრი
ქომაგი მოვა, რომელთა გასახარებლადაც თავზოგავთ".
შეგახსენებთ,
"დინამო"-"შტურმის" განმეორებითი მატჩი ეროვნულ სტადიონზე საღამოს 9-ის
ნახევარზე დაიწყება და მას სერბ მსაჯთა ბრიგადა განსჯის მილორად მაზიჩის
ხელმძღვანელობით. ბილეთის ფასი 2 ლარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 781 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|