ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 06:29


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 2 » "დინამო" ასეულს მიუახლოვდა
21:01
"დინამო" ასეულს მიუახლოვდა


მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს თვის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში კვლავ 350 კლუბია თავმოყრილი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.

ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართული კლუბების მდგომარეობაა. რაკი საქართველოს ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კლუბების შედეგები მხოლოდ ევროთასებზე ასპარეზობითაა დათვლილი.

სასიამოვნოა, რომ თბილისის "დინამომ" უდიდესი ნახტომი გააკეთა და 179-ედან 121-ე ადგილამდე აინაცვლა. რა თქმა უნდა, თბილისურმა კლუბმა ამას ევროტურნირებზე ორი ეტაპის გავლით მიაღწია. იმედი ვიქონიოთ, რომ "დინამო" "შტურმის" ბარიერსაც გადალახავს. ამით იგი შესაძლოა, საუკეთესო ასეულში შევიდეს.

ევროპის ლიგაზე ასევე ორი რაუნდი დასძლია "ზესტაფონმა", მაგრამ იმერლებმა მაინც უკან დაიხიეს – 205-ედან 215-ეზე გადაინაცვლეს. რასაკვირველია, "დინამოსთან" ერთად, "ზესტაფონსაც" ვუსურვებთ "კარპატის" ორმატჩიან დუელში ძლევას.

გასაკვირი არაა, რომ უკუსვლა განიცადა ევროთასებზე ხელმოცარულმა "ვიტ ჯორჯიამაც", თუმცა "ბანიკთან" "მიღწეული" შედეგის კვალობაზე უმნიშვნელო – ვეტერინარები 271-ედან 283-ე პოზიციაზე დაეშვნენ.

ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, 350-ადგილიან რეიტინგში ქართული კლუბების რაოდენობა შემცირდა. თუ დიდი ხნის განმავლობაში იქ სისტემატურად იყო წარმოდგენილი ჩვენი ოთხი გუნდი, ახლა მათ ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ გამოვარდნილი რუსთავის "ოლიმპი" გამოაკლდა.



"ლელო"

ნანახია: 785 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!