გუშინ, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ერთმანეთს ამხანაგურად თბილისისა და ქვემო ქართლის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. გამარჯვებულთაგან თავი ორჯერ ჯოლოხავამ გამოიჩინა, თითოჯერ მეტოქის კარის აღება ნარიმანიძემ და კაკულიამ შეძლეს.
შესაძლო ნაკრების კანდიდატები უშუალოდ ნახა საქმეში 18 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა, იგი მატჩს ასისტენტ გიორგი მიქაძესთან ერთად დაესწრო. თამაშს მიადევნეს თვალყური თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმაც - პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ, გენერალურმა მდივანმა გოჩა თამაზაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ მგელაძემ.
გუშინ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
თბილისის ნაკრები: კობალავა, ჟღენტი, ჭოჭუა, კალანდაძე, ხიზანეიშვილი, გოგუაძე, ბენიძე, ნარიმანიძე, კაკულია, ჯოლოხავა, დოლიძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჯეჯელავა, ქიტიაშვილი, ციხელაძე, ღუღუნიშვილი, არჩვაძე, პოპკოვი, ნადირაძე, ქუთათელაძე, ჯგერენაია, გუგავა.
ქვემო ქართლის ნაკრები: აფხაზავა, ბეგლოცოვი, ჩუტკერაშვილი, კოჭლამაზაშვილი, ხომასურიძე, ხატიაშვილი, ციცვიძე, სხირტლაძე, სალახოვი, ბებია, ჯუღელი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: კაპანაძე, ბაკაშვილი, ხუნაშვილი, გიგინეიშვილი.
www.tbff.ge